არმაზი (ღვთაება): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|არმაზი}}
{{წყარო}}
{{ვიკი}}
'''არმაზი''', ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება. "ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი..." (ლეონტი მროველი, ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, წგნ.:ქართლის ცხოვრება, ტ.1, 1955, გვ. 106).
Line 7 ⟶ 6:
არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე [[ფარნავაზი|ფარნავაზს]] მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, [[მცხეთა|მცხეთაში]] იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი [[ღმერთი|ღმერთის]] (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.
 
სახელი ღვთაებისთვის ფარნავაზს საკუთარი სახელის მიხედვით შეურქმევია, რადგან მას "სპარსულად არმაზ ერქუა", და პატივისცემა და სამსახური დაუწესებია ახლად აღმართული კერპისათვის.
სიტყვა „'''არმაზი'''“-ის აქვს წარმომავლობის რამდენიმე ვერსია:
# ერთ-ერთი ვერსიით ''არმაზი'' არის ''ფარნავაზის'' სპარსული ვარიანტი (ფარნავაზის დედა წარმომავლობით [[სპარსი]] იყო [[ისფაჰანი]]დან)
# არსებობს ვერსია, რომ ''არმაზი'' არის ''[[აჰურამაზდა]]ს'' გაქართულებული ანალოგი
# არაერთ მეცნიერთა ვარაუდით ''არმაზი'' წარმოიშვა [[ხეთური მითოლოგია|ხეთური მითოლოგიის]] [[არმი (ღვთაება)|''არმისგან'']].
 
 
==ლიტერატურა==
* მსოფლიოს ხალხთა რელიგიები და სარწმუნოებრივი წარმოდგენები, გამომც: ციცინათელა, თბ., 2005
{{ქართული მითოლოგია}}