პირველადღრუიანი ჭიები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: ro:Nemathelminthes
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Ascaris lumbricoides.jpeg|მინი|''Ascaris lumbricoides'']]
'''პირველადღრუიანი ჭიები''' (Nemathelminthes ან Aschelminthes), [[უხერხემლოები|უხერხემლოთა]] ტიპი. მოიცავს შემდეგ კლასებს: [[მუცელწამწამიანები|მუცელწამწამიანებს]], [[კინორინქები|კინორინქებს]], [[ციბრუტელები|ციბრუტელებს]], [[ნემატოდები|ნემატოდებს]], [[ბეწვურები|ბეწვურებს]], [[აკანთოცეფალები|აკანთოცეფალებს]] და, ალბათ, [[პრიაპულიდები|პრიაპულიდებსაც]]. აქვთ კუტიკულით დაფარული, დაუნაწევრებელი სხეული, თვალაკი, ყნოსვის ღრმულები, შეხების ორგანოები. კან-კუნთოვან პარკსა და ნაწლავს შორის არის სითხით ამოვსებული პირველადი ღრუ. ნაწლავი იწყება პირველად პირით, ბოლოვდება ანალური ხვრელით. სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ორგანოები არა აქვთ. [[ნერვული სისტემა]] შედგება ტვინისა და ნერვული სვეტებისაგან. ცალსქესიანი ცხოველებია. ფართოდ არიან გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ზოგი პარაზიტია.