სიმინდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 17:
'''სიმინდი''' (Zea mays) — [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვანი]] ბალახოვანი მცენარე [[მარცვლოვანნი|მარცვლოვანთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. მარცვლის შინაგანი აგებულებისა და მორფოლოგიის მიხედვით სიმინდი იყოფა 9 ჯგუფად: [[ბუშტარა სიმინდი]] (Zea mays everta), [[რბილი სიმინდი]] (Zea mays amylacea), [[კბილა სიმინდი]] (Zea mays indentata), ნახევარკბილა სიმინდი (Zea mays scmidentata), კაჟა სიმინდი (Zea mays imdurata), ტკბილი სიმინდი (Zea mays saccharata), რბილ-ტკბილი სიმინდი (Zea mays amyleosacharata), ცვილა სიმინდი (Zea mays ceratina), კილიანი სიმინდი (Zea mays tunicata).
 
სიმინდი ერთსახლიანი, გაყოფილსქესიანი მცენარეა. აქვს 50-80 სმ-იდან 5-6 მ-მდე სიმაღლის სწორმდგომი ღერო. ფოთოლი ფართო ლანცეტისებრია, ზემოდან შებუსული, მორიგეობით განლაგებული. მამრობითი ყვავილედი (ღეროს წვერზე) საგველაა, მდედრობითი (ფოთლის იღლიაში) - ტარო, რომლის სიგრძე 4-50 სმ, მასა 30-500 გ აღწევს. ღეროზე 1-2, ან იშვიათად 3 ტაროა. ნაყოფი მარცვალაა, 1000 მარცვლის მასა 50-1100 გ., ჩვეულებრივ 100-400 გ. მარცვალი ღივდებაღვივდება 10-11°C ტემპერატურაზე. სიმინდი თბილი და ტენიანი კლიმატის მცენარეა.
 
სიმინდის სამშობლოა ცენტრალური და [[სამხრეთ ამერიკა|სამხრეთ ამერიკა]]. [[საქართველო]]ში პირველად [[XVII საუკუნე]]ში შემოიტანეს. სიმინდის ნათეს ფართობს ხორბლის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. სიმინდი მაღალპროდუქტიულია და მრავამხრივ იყენებენ. მარცვალში 65-70% ნახშირწყლებია, 11,3-14,2% ნედლი პროტეინი, 4-6% ცხიმი (ჩანასახში 405-მდე) და 9-12% ცილა.
 
სიმინდის მარცვლისაგან ღებულობენ კრისტალურ შაქარს, სახამებელს, გლუკოზას, სპირტს, ზეთს და სხვა პროდუქტებს. ბუშტარა და კაჟა სიმინდისგან ამზადებენ ბურღულს, ფქვილს, იყენებენ კულინარიაში. მარცვალსა და ვეგეტატიურ ნაწილებს ხმარობენ ცხოველთა საკვებად.
 
სიმინდის მწვანე მასა ძვირფასი სასილოსე მასალაა.სიმინდის ღეროსა და ნაქუჩისაგან ქიმიურ და სამეურნეო დანიშნულების 40-მდე პროდუქტს ამზადებენ. სიმინდს თესავენ სამარცვლედ, სასილოსედ, მწვანე საკვებად, ამავე დროს თესავენ როგორც ცალკე, ისე ლობიოს, სოიას, გოგრისა და სხვა კულტურებთან ერთად. თესლბრუნვაში თესავენ უმთავრესად საშემოდგომო თავთავიანი კულტურების აღების შემდეგ. მოჰყავთ აგრეთვე მონოკულტურად, თავიანი კულტურების აღების შემდეგ ნიადაგს ჯერაჩეჩავენ, შემდეგ ხნავენ შემოდგომაზე (მზრალად) 22-30 სმ სიღრმეზე,, ხვნის წინ შეაქვთ ორგანული და ფოსფორ-კალიუმიანი მინერალური სასუქები. აზოტიანი სასუქის ნაწილი შეაქვთ მომდევნო გაზაფხულზე თესვისწინა დამუშავების დროს, დანარჩენი — მცენარის გამოსაკვებად.
 
სიმინდს თესავენ როცა ნიადაგის ტემპერატურა 10 სმ სიღრმეზე 10-11°C. თესავენ ფართო მწკვრივად (70 სმ) ან კვადრატულ-ბუდობრივად (70 ×70 სმ). ნათესის მოვლაგულისხმობს აღმოცენის დაფარცხვას, ბუნებისა და მწკვრივების გამოხშირვას (3-4 ფოთლის ფაზაში), მწკვრივთშორისების 2-3-ჯერ კულტივაციას, სარეველების წინააღმდეგ ჰერბიციდების გამოყენებას და სხვა.
 
 
 
 
სიმინდის მარცვალი შეიცავს [[წყალი|წყალს]], [[ცილოვანი ნივთიერებები|ცილოვან ნივთიერებებს]], [[სახამებელი|სახამებელს]], [[ცხიმი|ცხიმს]], [[მაცარი|ნაცარს]], [[ცხიმზეთი|ცხიმზეთს]], [[მწარე|მწარეებს]], [[ეთერზეთი|ეთერზეთს]], [[ქლოროფილი|ქლოროფილს]]; [[ვიტამინი K|K]], [[B ვიტამინები|B<sub>1</sub>, B<sub>2</sub>, B<sub>6</sub>]], [[ვიტამინი D|D]] და [[ვიტამინი E|E]] ვიტამინებს, [[ასკორბინის მჟავა]]ს. ფოჩისა და ღეროს პრეპარატები გამოიყენება, როგორც [[შარდმდენი]], [[ნაღველმდენი]] საშუალება.
 
სიმინდის ღერო იზრდება 1-3 მეტრამდე (სამხრეთის ფორმების სიმაღლე 6 მ და მეტს აღწევს). ღეროს წვერზე წარმოიშობა მტვრიანიანი თავთუნებისგან შემდგარი საგველა, ხოლო მის ქვევით ბუტკოიანი ყვავილებისგან შემდგარი რთული ყვავილედები — ტაროები. ბუტკოს სვეტი ძალიან გრძელია და ორნაკვეთიანი დინგით მთავრდება. ყვავილის კილები ძალიან პატარებია, ლოდიკულები არ არის.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმინდი“-დან