უოტერგეიტის სკანდალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''უოტერგეიტის სკანდალი''' ({{lang-en|The Watergate scandal}}) — აშშ-ის პოლიტიკური სკანდალი [[რიჩარდ ნიქსონი]]ს პრეზიდენტობის პერიოდში, რომელიც ნიქსონის რამდენიმე უახლოესი მრჩეველის დაპატიმრებითა და თვით პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა [[1974|1974 წლის]] [[9 აგვისტო|9 აგვისტოს]].
 
სკანდალი დაიწყო [[ვაშინგტონი (ქალაქი)|ვაშინგტონში]] [[1972|1972 წლის]] [[17 ივნისი|17 ივნისს]] უოტერგეიტის საოფისე კომპლექსში [[დემოკრატიული ეროვნული კომიტეტი]]ს შტაბ-ბინაში შეჭრისთვის ხუთი ადამიანის დაპატიმრებით. [[ფედერალური საგამოძიებო ბიურო]]ს მიერ წარმოებული გამოძიბით, ხოლო მოგვიანებით სენატის უოტერგეიტის კომიტეტისა და თემთა პალატის იურიდიული კომიტეტისა და პრესის მხილებით დადგინდა, რომ ეს შეჭრა ერთ-ერთი იყო მრავალრიცხოვან არალეგალურ საქმიანობათაგან, რომლებიც ნიქსონის შტატის თანამშრომლების მიერ იყო ნებადართული და წარმოებული. მათ ასევე გამოააშკარავეს დანაშაულისა და კანონდარღვევის უამრავი შემთხვევა, რომლებიც მოიცავდა საარჩევნო კამპანიის დარღვევებს, პოლიტიკურ შპიონაჟსა და საბოტაჟს, არალეგალურ შეჭრებს, გაუმართლებელ საგადასახადო აუდიტებს, არალეგალურ მოსმენებს მასშტაბურ დონეზე და ასევე საიდუმლო ფარულ საბანკო ანგარიშს [[მექსიკა]]ში, ამგვარი ოპერაციების ჩამტარებელთა ანაზღაურებისთვის. ეს საიდუმლო ფონდი გამოიყენებოდა ასევე იმ შვიდი ადამიანის გასაჩუმებლად, რომლებიც 17 ივნისის შეჭრისთვის იყვნენ დაკავებული.
 
ნიქსონი და მისი შტატი ერთმანეთში შეთანხდმენ შეჭრის გარემოებების დასაფარავად, განსაკუთრებით კი, მისი თეთრ სახლთან კავშირის დასამალად, ამ ფაქტის მოხდენამდე ექვსი დღით ადრე. პრეზიდენტისა და მისი შტატის თანამშრომლების მაკომპრომეტირებელი მტკიცებულებების ორი წლის განმავლობაში შეგროვების შემდეგ, რაც მოიცავდა მისი ყოფილი შტატის თანამშრომლების აღიარებებს სენატის გამოძიებაში, გაირკვა, რომ ნიქსონს ხმის ჩამწერის სისტემა ჰქონდა საკუთარ ოფისში [[თეთრი სახლი|თეთრ სახლში]], რომელსაც მრავალი საუბარი ქონდა დაფიქსირებული. ამ ფირების ჩანაწერებიდან გამოაშკარავდა, რომ მას პირადად მიუძღოდა ბრალი მართლმსაჯულებისთვის სიმართლის დამალვაში, კერძოდ ამ შეჭრასთან დაკავშირებულ გარემოებებში. ეს ჩანაწერი მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც „კვამლიანი თოფი“ (smoking gun). სასამართლო გარჩევების სერიის ბოლოს [[აშშ-ის უზენაესი სასამართლო|აშშ-ის უზენაესმა სასამართლო]]მ საქმეში „აშშ ნიქსონის წინააღმდეგ“ ერთხმად უყარა კენჭი გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ ჩანაწერების გადაცემაზე და ნიქსონი იძულებული გახდა ისინი გამოეაშკარავებინა.