2 პალადა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
==აღმოჩენის ისტორია==
 
პალადა (პალასი) აღმოჩენილ იქნა [[1802]] წლის [[28 მარტი|28 მარტს]], [[გერმანელები|გერმანელი]] [[ასტრონომია|ასტრონომის]] [[ჰენრიხ უილიამ მათეუს ოლბერსი]]ს (გერმ.: Heinrich Wilhelm Matthäus Olbers) მიერ და დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა პლანეტად. ჰენრიხ უილიამ ოლბერსმა შექმნა მათემატიკური მოდელი, რომლის მიხედვითაც გამოთვალა, რომ [[მზის სისტემა]]ში უნდა არსებულიყო კიდევ ერთი პლანეტა, რომელსაც უწოდა ფაეტონი. საერთოდაც, [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] ბოლოს და [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასაწყისში მეცნიერებს შორის გავრცელებული იყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის უნდა არსებულიყო კიდევ 1 მასიური სხეული, პლანეტა, რომელიც ჯერ კიდევ ელოდა აღმომჩენს. პირველად ეს მოსაზრება [[1772]] წელს გამოთქვა [[იოჰან ელერტ ბოდე]]მ. ბოდე ეყრდნობოდა თეორიას — [[ტაციუსისა და ბოდეს კანონიწესი]], რომლის მიხედვითაც მზისგან პლანეტების დაშორება ექვემდებარება გარკვეულ კანონზომიერებას. ამ კანონის თანახმად მზიდან 2,8 — 3 [[ასტრონომიული ერთეული]]ს დაშორებაზე უნდა არსებულიყო კიდევ ერთი პლანეტა. 1800 წელს შეიქმნა ასტრონომთა სპეციალური 24 წევრიანი ჯგუფი, რომელიც ასტრონომიის ისტორიაში „ზეციური დარაჯების“ სახელითაა ცნობილი. ჯგუფის 24 წევრი სხვადასხვა წერტილიდან აკვირდებოდა ზეცის იმ მონაკვეთს, რომელზეც უნდა გამოჩენილიყო მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის არსებული პლანეტა. ასტეროიდთა სარტყლის პირველი (ზომითაც და აღმოჩენის რიგის მიხედვით) სხეული - [[ცერერა (ჯუჯა პლანეტა)|1 ცერერა (ცერესი)]] [[1801]] წლის [[1 იანვარი|1 იანვარს]] აღმოაჩინა იტალიელმა ასტრონომმა [[ჯუზეპე პიაცი]]მ, რომელიც აღმოჩენის დროისთვის არ ყოფილა "ზეციური დარაჯების" ჯგუფის წევრი. რიგით მეორე პლანეტა, პალასი 1 წლის შემდეგ აღმოაჩინეს. მალევე, იგივე ოლბერსმა აღმოაჩინა სიდიდით მესამე ასტეროიდი 4 ვესტა. ზეციური დარაჯების ჯგუფის აღმოჩენებმა მალევე ცხადყო, რომ მზის სისტემის იმ ნაწილში, სადაც ბოდე პლანეტის არსებობას ვარაუდობდა გაბნეული იყო ერთის ნაცვლად რამოდენიმე მცირე ზომის სხეული. გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს სხეულები ადრე ერთი დიდი პლანეტის ნაწილები იყო, რომელიც რაღაც გლობალური მასშტაბის კატასტროფის შედეგად დაიშალა, თუმცა სადღეისოდ ცნობილია, რომ ასტეროიდების სარტყელში მოთავსებული სხეულების მთლიანი მასა მთვარის მასის 5%-საც კი არ შეადგენს. შესაბამისად ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ასტეროიდები ერთი პლანეტის ნამსხვრევებს წარმოადგენდნენ. ამის საპირისპიროდ სადღეისოდ [[ასტრონომია]]ში დომინირებს მოსაზრება, რომ [[მზის სისტემა|მზის სისტემის]] ფორმირებს საწყის ეტაპზევე ასტეროიდთა სარტყელში არ აღმოჩნდა ნივთიერების საკმარისი რაოდენობა სრულფასოვანი პლანეტის წარმოსაქმნელად.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/2_პალადა“-დან