გოფანთოს ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გოფანთოს ბრძოლა 1588 გადატანილია გოფანთოს ბრძოლა-ზე გადამისამართებულ გვერდში
No edit summary
ხაზი 1:
'''გოფანთოს ბრძოლა 1588''', ბრძოლა [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[სიმონ I|სიმონ I-ისა]] და [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[ლევანი (იმერეთის მეფე)|ლევანის]] ლაშქარს შორის სოფ. გოფანთოს ახლოს (ახლანდელი თერჯოლის მიდამოები). XVI საუკუნის 80-იან წლებში იმერეთის სამეფო-სამთავროებში შინაფეოდალური ომები მიმდინარეობდა. ქართლისა და იმერეთის პროგრესული მოღვაწეები ცდილობდნენ ქართლ-იმერეთის გაერთიანებას. ამ მიზნით სიმონ I თავისი ლაშქრით იმერეთში გადავიდა. ლევანმა დახმარებისათვის [[მამია IV დადიანი|მამია IV დადიანსა]] და [[გიორგი II გურიელი|გიორგი II გურიელს]] მიმართა, მაგრამ ისისნი ერთმანეთს მტრობდნენ და დახმარება არ გაუწიეს.
 
გოფანთოს ბრძოლაში იმერეთის მეფე ლევანი დამარცხდა და ლეჩხუმს შეაფარა თავი. სიმონ I-მა მძევლები წაიყვანა სასწრაფოდ ქართლში დაბრუნდა, რადგან ოსმალების ეშინოდა (ოსმალებს ამ დროს გორი და მისი მიდამოები ეჭირათ). ამით ისარგებლა ლევანმა და იმერეთის ტახტი დაიბრუნა, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში შინაფეოდალური ომები უფრო გამწვავდა.