სასწორი (ასტროლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: war:Libra (astrolohiya)
No edit summary
ხაზი 4:
| სახელწოდება = სასწორი
| სიმბოლო = [[სასწორი]]
| დას_საწყისი = [[2322 სექტემბერი]]
| დას_ბოლო = [[23 ოქტომბერი]]
| სიდ_საწყისი = [[18 ოქტომბერი]]
ხაზი 20:
'''[[ფაილი:Libra2.jpg|thumb|250px|left|სასწორი]]
 
'''სასწორი''' ('''{{Unicode|♎}}''') — [[ზოდიაქო]]ს ნიშანი. იგი არის რიგით მეშვიდე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 22 სექტემბრიდან 23 ოქტომბრამდე.
== ნიშნის ზოგადი დახასიათება ==
ყველა ადამიანი ეძებს ვენერას — სიყვარულის ქალღმერთს; პლანეტას, რომელმაც ყველფერი იცის სიყვარულის შესახებ და სასწორი ფლობს მას. სასწორები, ისევე როგორც მათი სიმბოლო — სასწორი, ბევრს ყოყმანებენ გადაწყვეტილების მიღების წინ. მათი პიროვნება ნათელი და ინტელექტუალურია, რადგან ისინი ჰაერის ნიშანი არიან, მათი მომხიბვლელობა — უსაზღვროა, მათი ღიმილი — განუმეორებელი.
 
მთელი თავისი ცხოვრება სასწორები ეძებენ ადამიანს, რომელიც მათი იდეალური მეუღლე გახდება, მაგრამ როცა საბოლოოდ პოულობენ მას, იშვიათად არიან ბედნიერი. რატომ? იქნებ სასწორებს თვითონ სიყვარული უყვართ? იქნებ ისევე როგორც ვენერას ზედაპირი, რომელსაც მის ზედაპირზე ნისლის გამო, ასტროლოგები დიდი გაჭირვებით ათვალიერებენ, სასწორის ნიშნები ამოუხსნელი არიან.
 
ამ ნიშნის ასტროლოგიური სიმომბოლოა — სასწორი, ხოლო ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების უმრავლესობა საზოგადოებრივ და პირად ასპარეზზე ამ სასწორის მუდამ გაწონასწორებას ცდილობს. სასწორებს ძალიან სჭირდებათ გაწონასწორებულობა და ჰარმონია. როცა ეს შეუძლებელია, ისინი უფრო რეაგირებენ მოვლენებზე, ვიდრე მდგომარეობის შეცვლას ცდილობენ. ვენერამ საკუთარ შვილებს ძლირი ანალიტიკური გონება უბოძა; განსაკუთრებით, როცა საქმე ხელოვნებამდე მიდის. თავისი გონიერებით ისინი ბევრ ადამიანს იზიდავენ, რომლებიც სასწორებს რჩევას თხოვენ. ისინი ასევე გულწრფელი მეგობრები და საქმიანი პარტნიორები არიან.
 
სასწორების ინტუიციური თავისებურებები და სილამაზის ესთეტიური აღქმა მათ გამოჩენილ მხატვრებად, პოეტებად, მწერლებად, კომპოზიტორებად, მომღერლებად და მსახიობებად აყალიბებს. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ამ თვისების წყალობით, ისინი ასტროლოგიურ ნიშნებს შორის ყველაზე ბედნიერები არიან და ხშირად, ისინი მართლაც უზრუნველები არიან. მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, იპოვიან თუ არა ისინი თავიანთ სულიერ თანამზრახველს ცხოვრებაში. ეს მათი ვალია, სასწორზე მხოლობით რიცხვში ფიქრი პრაქტიკულად შეუძლებელია: მათი ყველა ტიპი მომავალში ცხოვრების ყველა სფეროში თავგანწირვასთანაა დაკავშირებული. ჩანს, რომ სასწორები სიყვარულის მაძიებლები არიან. მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით, ისე, როგორც, მაგალითად მშვილდოსანი ან ღრიანკალი. სასწორს ყოველთვის სწამს იმ არაჩვეულებრივი საღამოსი, როცა უცნობის სიცილს გაიგებს და შემდეგ ის მისი სულიერი თანამზრახველი გახდება და მის ცხოვრებას გაამთლიანებს.
 
მაგრამ ყველა ეს თვისება სასწორს სუსტ მოწინააღმდეგედ როდი აქცევს, თუკი ის უკვე თქვენს ხელთაა. მათი დამოუკიდებლობა შეურყეველია, იმის მიუხედავად, რომ ამას რბილად და შეუმჩნევლად გამოხატავენ. მათ ყოველთვის წარმოუდგენიათ ადამიანის ის ტიპი, რომელსაც ეძებენ. სასწორები ძლიერ აფასებენ ადამიანებს. ადამიანების გაბედნიერების დაუოკებელი სურვილი ხშირად ისე შორს მიდის, რომ ისინი უფრო სხვას ასიამოვნებენ, ვიდრე საკუთარ თავს. თუმცა, ისინი უნებისყოფოები არ არიან, როცა ხედავენ, რომ მათ დელიკატურ პიროვნებას შეურაცხყოფენ.
 
სასწორები ხშირად უპირისპირდებიან გარშემო სინამდვილეს, რადგანაც საკუთარ თავს ელეგანტურობასთან და სინატიფესთან აგივებენ. ისინი ყველაფერზე წავლენ, რომ თავიდან აიცილონ ისეთ ადამიანებთან კონტაქტი, ვინც ეთიკისა და კარგი გემოვნების კანონებს უგულვებელყოფს.
 
ასტროლოგები პლანეტა ვენერას „ნაკლებად იღბლიანად“ თვლიან, „შედარებით უფრო იღბლიანი იუპიტერისგან“ განსხვავებით. სასწორებმა პრაქტიკულობის შეგრძნება უნდა გამოიმუშავონ, რათა ის ნაყოფი მოიმკან, რომელსაც მათ ზეციური მმართველი უწვდის. როცა სასწორი გაწონასწორებულია, ის განუმეორებელია.
 
დღევანდელ მატერიალურ სამყაროშიც კი, მათ ორი უპირატესობა აქვთ; მათი ნიშანი მართავს სიყვარულისა და იდეალიზმის სფეროებს.
 
<br />
{{ზოდიაქო}}
<br />
 
[[კატეგორია:ასტროლოგიური ნიშნები]]