2 პალადა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: [[ფაილი:PallasHST2007.jpg|thumb|250px|ასტეროიდი პალადა (პალასი) გადაღებულია ჰაბ...
 
No edit summary
ხაზი 4:
'''აღმოჩენის ისტორია'''
 
პალადა(პალასი) აღმოჩენილ იქნა 1802 წლის 28 მარტს, გერმანელი ასტრონომის [[ჰენრიხ უილიამ მათეუს ოლბერსი]]ს (გერმ.: Heinrich Wilhelm Matthäus Olbers) მიერ და დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა პლანეტად. ჰენრიხ უილიამ ოლბერსმა შექმნა მათემატიკური მოდელი, რომლის მიხედვითაც გამოთვალა, რომ მზის სისტემაში უნდა არსებულიყო კიდევ ერთი პლანეტა, რომელსაც უწოდა ფაეტონი. საერთოდაც, XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში მეცნიერებს შორის გავრცელებული იყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის უნდა არსებულიყო კიდევ 1 მასიური სხეული, პლანეტა, რომელიც ჯერ კიდევ ელოდა აღმომჩენს. პირველად ეს მოსაზრება 1772 წელს გამოთქვა [[იოჰან ელერტ ბოდე]]მ. ბოდე ეყრდნობოდა თეორიას - [[ტაციუსისა და ბოდეს კანონი]], რომლის მიხედვითაც მზისგან პლანეტების განლაგებადაშორება ექვემდებარებოდაექვემდებარება გარკვეულ კანონზომიერებას. ამ კანონის თანახმად მზიდან 2,8 - 3 [[ასტრონომიული ერთეული]]ს დაშორებაზე უნდა არსებულიყო კიდევ ერთი პლანეტა. 1800 წელს შეიქმნა ასტრონომთა სპეციალური 24 წევრიანი ჯგუფი, რომელიც ასტრონომიის ისტორიაში "ზეციური დარაჯების" სახელითაა ცნობილი. ჯგუფის 24 წევრი სხვადასხვა წერტილიდან აკვირდებოდა ზეცის იმ მონაკვეთს, რომელზეც უნდა გამოჩენილიყო მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის არსებული პლანეტა. ასტეროიდთა სარტყლის პირველი (ზომითაც და აღმოჩენის რიგის მიხედვით) სხეული - [[ცერერა (ჯუჯა პლანეტა)|1 ცერერა (ცერესი)]] 1801 წლის 1 იანვარს აღმოაჩინა იტალიელმა ასტრონომმა [[ჯუზეპე პიაცი]]მ 1801 წლის 1 იანვარს, რომელიც აღმოჩენის დროისთვის არ ყოფილა "ზეციური დარაჯების" ჯგუფის წევრი. რიგით მეორე პლანეტა, პალასი 1 წლის შემდეგ აღმოაჩინეს. მალევე, იგივე ოლბერსმა აღმოაჩინა სიდიდით მესამე ასტეროიდი 4 ვესტა. ზეციური დარაჯების ჯგუფის აღმოჩენებმა მალევე ცხადყო, რომ მზის სისტემის იმ ნაწილში, სადაც ბოდე პლანეტის არსებობას ვარაუდობდა გაბნეული იყო ერთის ნაცვლად რამოდენიმე მცირე ზომის სხეული. გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს სხეულები ადრე ერთი დიდი პლანეტის ნაწილები იყო, რომელიც რაღაც გლობალური მასშტაბის კატასტროფის შედეგად დაიშალა, თუმცა სადღეისოდ ცნობილია, რომ ასტეროიდების სარტყელში მოთავსებული სხეულების მთლიანი მასა მთვარის მასის 5%-საც კი არ შეადგენს. შესაბამისად ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ასტეროიდები ერთი პლანეტის ნამსხვრევებს წარმოადგენდნენ. ამის საპირისპიროდ სადღეისოდ ასტრონომიაში დომინირებს მოსაზრება, რომ [[მზის სისტემა|მზის სისტემის]] ფორმირებს საწყის ეტაპზევე ასტეროიდთა სარტყელში არ აღმოჩნდა ნივთიერების საკმარისი რაოდენობა სრულფასოვანი პლანეტის წარმოსაქმნელად.
 
'''რესურსები ინტერნეტში'''
 
[http://ssd.jpl.nasa.gov/sbdb.cgi?sstr=2 ასტეროიდ "2 პალადას (პალასი)" პროფილი JPL მცირე სხეულების მონაცემთა ბაზაში]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/2_პალადა“-დან