2 პალადა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: [[ფაილი:PallasHST2007.jpg|thumb|250px|ასტეროიდი პალადა (პალასი) გადაღებულია ჰაბ...
(განსხვავება არ არის)

19:53, 10 აპრილი 2012-ის ვერსია

2 პალადა (პალასი) - სიდიდით მეორე ასტეროიდი/პლანეტოიდი ასტეროიდთა ძირითად სარტყელში. მისი დიამეტრი საშუალოდ 545 კმ-ია - 582x556x500. ზომით ის ოდნავ დიდია, ვიდრე 4 ვესტა, თუმცა ვესტასთან შედარებით 20% ნაკლებად მასიურია. პალასის მასა ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის საერთო მასის 7%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის რიგით მესამე სხეულია ასტეროიდთა შორის. პალასს ხშირად პროტო-პლანეტად მოიხსენიებენ, სავარაუდოდ, ეს არის ყველაზე დიდი "არასწორი" ფორმის სხეული მზის სისტემაში.

ასტეროიდი პალადა (პალასი) გადაღებულია ჰაბლის ტელესკოპით

აღმოჩენის ისტორია

პალადა(პალასი) აღმოჩენილ იქნა 1802 წლის 28 მარტს, გერმანელი ასტრონომის ჰენრიხ უილიამ მათეუს ოლბერსის (გერმ.: Heinrich Wilhelm Matthäus Olbers) მიერ და დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა პლანეტად. ჰენრიხ უილიამ ოლბერსმა შექმნა მათემატიკური მოდელი, რომლის მიხედვითაც გამოთვალა, რომ მზის სისტემაში უნდა არსებულიყო კიდევ ერთი პლანეტა, რომელსაც უწოდა ფაეტონი. საერთოდაც, XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში მეცნიერებს შორის გავრცელებული იყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის უნდა არსებულიყო კიდევ 1 მასიური სხეული, პლანეტა, რომელიც ჯერ კიდევ ელოდა აღმომჩენს. პირველად ეს მოსაზრება 1772 წელს გამოთქვა იოჰან ელერტ ბოდემ. ბოდე ეყრდნობოდა თეორიას - ტაციუსისა და ბოდეს კანონი, რომლის მიხედვითაც მზისგან პლანეტების განლაგება ექვემდებარებოდა გარკვეულ კანონზომიერებას. ამ კანონის თანახმად მზიდან 2,8 - 3 ასტრონომიული ერთეულის დაშორებაზე უნდა არსებულიყო კიდევ ერთი პლანეტა. 1800 წელს შეიქმნა ასტრონომთა სპეციალური 24 წევრიანი ჯგუფი, რომელიც ასტრონომიის ისტორიაში "ზეციური დარაჯების" სახელითაა ცნობილი. ჯგუფის 24 წევრი სხვადასხვა წერტილიდან აკვირდებოდა ზეცის იმ მონაკვეთს, რომელზეც უნდა გამოჩენილიყო მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის არსებული პლანეტა. ასტეროიდთა სარტყლის პირველი (ზომითაც და აღმოჩენის რიგის მიხედვით) სხეული - 1 ცერერა (ცერესი) აღმოაჩინა იტალიელმა ასტრონომმა ჯუზეპე პიაციმ 1801 წლის 1 იანვარს, რომელიც აღმოჩენის დროისთვის არ ყოფილა "ზეციური დარაჯების" ჯგუფის წევრი. რიგით მეორე პლანეტა, პალასი 1 წლის შემდეგ აღმოაჩინეს. მალევე, იგივე ოლბერსმა აღმოაჩინა სიდიდით მესამე ასტეროიდი 4 ვესტა. ზეციური დარაჯების ჯგუფის აღმოჩენებმა მალევე ცხადყო, რომ მზის სისტემის იმ ნაწილში, სადაც ბოდე პლანეტის არსებობას ვარაუდობდა გაბნეული იყო ერთის ნაცვლად რამოდენიმე მცირე ზომის სხეული. გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს სხეულები ადრე ერთი დიდი პლანეტის ნაწილები იყო, რომელიც რაღაც გლობალური მასშტაბის კატასტროფის შედეგად დაიშალა.