ასტეროიდთა სარტყელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:InnerSolarSystem-en.png|thumb|250px|ასტეროიდთა ძირითადი სარტყელი ნაჩვენებია თეთრად, ჩანს ასევე ასტეროიდების 3 ძირითადი დაჯგუფება, იუპიტერის ორბიტაზე ბერძნები და ტროელები, ხოლო ყავისფრად გამოსახული არიან ჰილდას ოჯახის პლანეტოიდები.]]
[[ფაილი:Oort cloud Sedna orbit.svg|thumb|250px|გრაფიკულ გამოსახულებაზე მოჩანს როგორ ყოფს ასტეროიდთა ძირითადი სარტყელი მზის სისტემას ორ ნაწილად, კოიპერის სარტყელი და ამ სარტყლის ყველაზე დიდი სხეული პლუტონი, ოორტის ღრუბელი და სედნა, რომელიც ამ რეგიონის უდიდეს სხეულად მიიჩნევა.]]
[[ფაილი:Hildas01.jpg|thumb|250px|ჰილდების განლაგება იუპიტერის ლიბრაციის წერტილებთან და ტროიანული ტიპის ასტეროიდებთან მიმართებაში]]
[[ფაილი:Vesta Rotation.gif|მინი|250პქ|ასტეროიდ ვესტის მოძრაობა]]
 
'''ასტეროიდთა სარტყელი''' — რეგიონი [[მზის სისტემა]]ში, რომელიც პლანეტების — [[მარსი (პლანეტა)|მარსისა]] და [[იუპიტერი (პლანეტა)|იუპიტერის]] [[ორბიტა|ორბიტებს]] შორის მდებარეობს და რომელშიც კონცენტრირებულია მცირე პლანეტებად (პლანეტოიდები), ასტეროიდებად წოდებული, ძირითადად არასწორი ფორმის სხეულები, რომლებსაც სხვადასხვა ზომა და შემადგენლობა გააჩნიათ.
 
ასტეროიდთა სარტყელი ასევე არის ერთგვარი წყალგამყოფი, რომელიც მზის სისტემას ყოფს ორ თვისობრივად განსხვავებულ ნაწილად — შიდა და გარე მზის სისტემად. სივრცეს მზიდან ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის ჩათვლით, რომელშიც დედამიწის ტიპის პლანეტებია ([[მერკური (პლანეტა)|მერკური]], [[ვენერა (პლანეტა)|ვენერა]], [[დედამიწა|დედამიწა]], [[მარსი (პლანეტა)|მარსი]]) განლაგებული, შიდა მზის სისტემას, ხოლო ასტეროიდთა სარტყელს მიღმა არსებულ სივრცეს, რომელშიც გაზის გიგანტები ([[იუპიტერი (პლანეტა)|იუპიტერი]], [[სატურნი (პლანეტა)|სატურნი]], [[ურანი (პლანეტა)|ურანი]], [[ნეპტუნი (პლანეტა)|ნეპტუნი]]) არიან მოთავსებული, გარე მზის სისტემას უწოდებენ.
 
ასტეროიდთა სარტყელს ასევე ძირითად სარტყელსაც უწოდებენ, რათა განასხვაონ ის მცირე პლანეტების კონცენტრაციის სხვა ადგილებისგან, როგორიც არის [[კოიპერის სარტყელი|კოიპერის სარტყელი]], [[ოორტის ღრუბელი|ოორტის ღრუბელი]] და [[გაბნეული დისკი|გაბნეული დისკი]]. სამივე ეს რეგიონი პლანეტა ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობს, და „დასახლებულია“ ძირითადად მცირე ზომის სხეულებით.
 
ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის და ნეპტუნის ორბიტის მიღმა განლაგებული მცირე სხეულები ერთმანეთისგან შემადგენლობით ისევე განსხვავდებიან, როგორიც [[დედამიწა|დედამიწის]] ტიპის პლანეტებისპლანეტები|დედამიძის ტიპის პლანეტები]] გაზის გიგანტებისგან. ძირითადი სარტყლის ასტეროიდებს დედამიწის ტიპის პლანეტების მსგავსი შემადგენლობა აქვთ, ისინი ძირითადად მყარი მატერიებისგან — [[სილიკატები]]სა და [[მეტალები]]სგან შედგებიან, მაშინ როდესაც [[კოიპერის სარტყელი|კოიპერის სარტყელსა]], [[ოორტის ღრუბელი|ოორტის ღრუბელსა]] თუ გაბნეულ დისკში განლაგებული პლანეტოიდები ძირითადად, [[წყალბადი]]ს, [[მეთანი]]სა და [[ამიაკი]]ს გაყინულ ლოდებს წარმოადგენენ.
 
თვითონ ძირითადი სარტყლის სიახლოვეს არსებობს ასტეროიდთა ავტონომიური დაჯგუფებები, რომლებიც უმთავრესად იუპიტერის, მარსისა და დედამიწის [[ორბიტა|ორბიტზე]] არიან კონცენტრირებული. ეს პლანეტოიდები ძირითადი სარტყლიდან უმთავრესად იუპიტერის და სხვა პლანეტების [[გრავიტაცია|გრავიტაციის]] ზემოქმედების შედეგად არიან გამოდევნილი. ძირითადი სარტყლიდან დიდი პლანეტების ზემოქმედებით გამოდევნილ ასტეროიდებს თანამგზავრული ტიპის ასტეროიდებად ან ტროიანებად მოიხსენიებენ. საქმე ისაა, რომ ასეთი ასტეროიდები, როგორც წესი მოძრაობენ გამომდევნი პლანეტის ორბიტებზე და ამით გარკვეულწილად მოგვაგონებენ თანამგზავრებს, თუმცა მათგან განსხვავებით, ისინი ბრუნავენ არა პლანეტების ირგვლივ, არამედ უშუალოდ პლანეტის ორბიტაზე. ასეთი ასტეროიდები როგორც წესი ჯგუფებად მოგზაურობენ და ან წინ უსწრებენ პლანეტას ორბიტალურ გზაზე ან უკან მიყვებიან მას. ასტეროიდებისტროიანი ასტეროიდები ავტონომიურ ჯგუფებად კონცენტრირდებიან ლაგრანჟის, იგივე [[ლიბრაციის წერტილი|ლიბრაციის წერტილებში]].
 
ტროიანი ასტეროიდების ყველაზე დიდი ჯგუფები იუპიტერის ორბიტაზეა კონცენტრირებულითავმოყრილი. ეს ბუნებრივია, იუპიტერის გრავიტაციის სიმძლავრის გამო ხდება. იუპიტერის ორბიტაზე კონცენტრირებული ტროიანი ასტეროიდების ორ ძირითად ჯგუფს, რომლებიც ლიბრაციის ორ ძირითად წერტილში L<sub>4</sub> და L<sub>5</sub> არიან კონცენტრირებული ტროელებსა და ბერძნებს (აქეელებს) უწოდებენ. ბერძნები წინ უსწრებენ იუპიტერს, ხოლო ტროელები ჩამორჩებიან მას, რითაც ქმნიან ბუნებრივ ოპოზიციურ ჯგუფებს, ამიტომაც მოხდა მათთვის ბერძნების და ტროელების სახელის მინიჭება.
 
თანამგზავრული ტიპის ასტეროიდების/ტროიანების გარდა არსებობენ კიდევ ჰილდები — ნახშირბადოვანი ასტეროიდების დინამიური ჯგუფი, რომლებსაც არა აქვთ „სწორი“ ორბიტები. ისინი სამკუთხედის მსგავსად არიან განლაგებული ასტეროიდთა ძირითადი სარტყლიდან იუპიტერის ლიბრაციული წერტილების L<sub>3</sub>, L<sub>4</sub> და L<sub>5</sub> მიმართულებით. ჰილდას ოჯახის ასტეროიდები ქმნიან ძირითადი სარტყლის ე.წ. გარეგან შრეს. ამ ასტეროიდების მოძრაობის ამპლიტუდა ძალიან მერყევია, რაც იუპიტერის ძლიერ გრავიტაციას უკავშირდება. ასტეროიდთა ამ ჯგუფს სახელი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის — [[ჰილდა]]ს გამო ეწოდა, რომელიც [[1975]] წელს აღმოაჩინეს.
46

რედაქტირება