ასტეროიდთა სარტყელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
თანამგზავრული ტიპის ასტეროიდების/ტროიანების გარდა არსებობენ კიდევ '''ჰილდები''' - '''ნახშირბადოვანი ასტეროიდების დინამიური ჯგუფი''', რომლებსაც არა აქვთ "სწორი" ორბიტები. ისინი სამკუთხედის მსგავსად არიან განლაგებული ასტეროიდთა ძირითადი სარტყლიდან იუპიტერის ლიბრაციული წერტილების L<sub>3</sub>, L<sub>4</sub> და L<sub>5</sub> მიმართულებით. ჰილდას ოჯახის ასტეროიდები ქმნიან ძირითადი სარტყლის ე.წ. გარეგან შრეს. ამ ასტეროიდების მოძრაობის ამპლიტუდა ძალიან მერყევია, რაც იუპიტერის ძლიერ გრავიტაციას უკავშირდება. ასტეროიდთა ამ ჯგუფს სახელი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის - [http://ssd.jpl.nasa.gov/sbdb.cgi?sstr=153 153 ჰილდა] გამო ეწოდა, რომელიც 1975 წელს აღმოაჩინეს.
 
ასტეროიდთა ძირითადი სარტყელი მზედან 2.8 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული და მისი '''საერთო მასა''' მთვარის მასის 4 % უტოლდება. ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის უდიდესი სხეულია [http://ssd.jpl.nasa.gov/sbdb.cgi#top 1 ცერერა (ცერესი)], ერთადერეთი სხეული ასტეროიდთა სარტყელში, რომელსაც "სწორი" მრგვალი ფორმა გააჩნია, ამის გამო მას '''ჯუჯა პლანეტასაც''' უწოდებენ. ასტეროიდებს შორის ზომებით გამოირჩევიან ასევე - [http://ssd.jpl.nasa.gov/sbdb.cgi?sstr=2 2 პალადა] (პალასი) და [http://ssd.jpl.nasa.gov/sbdb.cgi?sstr=4 4 ვესტა]. ორივე მათგანს, ისევე როგორც სიდიდით მეოთხე ასტეროიდ [http://ssd.jpl.nasa.gov/sbdb.cgi#top 10 ჰიგიას], მომრგვალებული ფორმა აქვთ, თუმცა არც ერთი მათგანის ფორმა არ არის სრულყოფილი.--[[მომხმარებელი:Afakidze|Afakidze]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:Afakidze|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/Afakidze|წვლილი]]</sub> 10:41, 10 აპრილი 2012 (UTC)
 
{{ასტრონომია}}