ასტეროიდთა სარტყელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
ასტეროიდთა სარტყელს ასევე '''ძირითად სარტყელს'''აც უწოდებენ, რათა განასხვაონ ის მცირე პლანეტების კონცენტრაციის სხვა ადგილებისგან, როგორიც არის '''კოიპერის სარტყელი''', '''ოორტის ღრუბელი''' და '''გაბნეული დისკი'''. სამივე ეს რეგიონი პლანეტა ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობს, და "დასახლებულია" ძირითადად მცირე ზომის სხეულებით.
 
ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის და ნეპტუნის ორბიტის მიღმა განლაგებული მცირე სხეულები ერთმანეთისგან შემადგენლობით ისევე განსხვავდებიან. პრინციპი იგივეა, როგორიც დედამიწის ტიპის პლანეტების გაზის გიგანტებისგან განსხვავების შემთხვევაში. ძირითადი სარტყლის ასტეროიდებს დედამიწის ტიპის პლანეტების მსგავსი შემადგენლობა აქვთ, ისინი ძირითადად მყარი მატერიებისგან - სილიკატებისა და მეტალებისგან შედგებიან, მაშინ როდესაც კოიპერის სარტყელსა, ოორტის ღრუბელსა თუ გაბნეულ დისკში განლაგებული პლანეტოიდები ძირითადად, წყალბადის, მეთანისა და ამიაკის გაყინულ ლოდებს წარმოადგენენ.
 
თვითონ ძირითადი სარტყლის სიახლოვეს არსებობს ასტეროიდთა ავტონომიური დაჯგუფებები, რომლებიც უმთავრესად იუპიტერის, მარსისა და დედამიწის ორბიტზე არიან კონცენტრირებული. ეს პლანეტოიდები ძირითადი სარტყლიდან უმთავრესად იუპიტერის და სხვა პლანეტების გრავიტაციის ზემოქმედების შედეგად არიან გამოდევნილი. ძირითადი სარტყლიდან დიდი პლანეტების ზემოქმედებით გამოდევნილ ასტეროიდებს '''თანამგზავრული ტიპის ასტეროიდებად''' ან '''ტროიანებად''' მოიხსენიებენ. საქმე ისაა, რომ ასეთი ასტეროიდები, როგორც წესი მოძრაობენ გამომდევნი პლანეტის ორბიტებზე და ამით გარკვეულწილად მოგვაგონებენ თანამგზავრებს, თუმცა მათგან განსხვავებით, ისინი ბრუნავენ არა პლანეტების ირგვლივ, არამედ უშუალოდ პლანეტის ორბიტაზე. ასეთი ასტეროიდები როგორც წესი ჯგუფებად მოგზაურობენ და ან წინ უსწრებენ პლანეტას ორბიტალურ გზაზე ან უკან მიყვებიან მას. ასტეროიდების ავტონომიურ ჯგუფებად კონცენტრირდებიან ლაგრანჟის, იგივე ლიბრაციის წერტილებში.