ასტეროიდთა სარტყელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის th:แถบดาวเคราะห์น้อย
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:InnerSolarSystem-en.png|thumb|350px|მთავარი ასტეროიდთა ძირითადი სარტყელი ნაჩვენებია თეთრად.]]
'''ასტეროიდთა სარტყელი''' — რეგიონი [[მზის სისტემა]]ში, რომელიც პლანეტების - [[მარსი (პლანეტა)|მარსისა]] და [[იუპიტერი (პლანეტა)|იუპიტერის]] [[ორბიტა|ორბიტებს]] შორის მდებარეობს და რომელშიც ადამიანებისთვის ცნობილიკონცენტრირებულია მცირე პლანეტებისპლანეტებად ორბიტების 98(პლანეტოიდები),5%-ია ნაპოვნი.ასტეროიდებად [[ასტეროიდები]]წოდებული, ანუძირითადად მცირე პლანეტები, მცირე ზომისარასწორი ციურიფორმის სხეულებიასხეულები, რომლებიც ქვის, ყინული დარომლებსაც სხვადასხვა ლითონებისგან შედგებაზომა და [[მზე]]ს უვლის გარს. ამ რეგიონს მთავარ სარტყელს უწოდებენ სხვა მცირე პლანეტების კონცენტრაციისგან გასასხვავებლად, რომელთაც ასევე შეიძლება ეწოდოს ასტეროიდთაშემადგენლობა სარტყელიგააჩნიათ.
 
ასტეროიდთა სარტყელი ასევე არის ერთგვარი წყალგამყოფი, რომელიც მზის სისტემას ყოფს ორ თვისობრივად განსხვავებულ ნაწილად - შიდა და გარე მზის სისტემად. სივრცეს მზიდან ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის ჩათვლით, რომელშიც დედამიწის ტიპის პლანეტებია (მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი) განლაგებული, '''შიდა მზის სისტემა'''ს, ხოლო ასტეროიდთა სარტყელს მიღმა არსებულ სივრცეს, რომელშიც გაზის გიგანტები (იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი) არიან მოთავსებული, '''გარე მზის სისტემა'''ს უწოდებენ.
 
ასტეროიდთა სარტყელს ასევე '''ძირითად სარტყელს'''აც უწოდებენ, რათა განასხვაონ ის მცირე პლანეტების კონცენტრაციის სხვა ადგილებისგან, როგორიც არის '''კოიპერის სარტყელი''', '''ოორტის ღრუბელი''' და '''გაბნეული დისკი'''. სამივე ეს რეგიონი პლანეტა ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობს, და "დასახლებულია" ძირითადად მცირე ზომის სხეულებით.
 
ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის და ნეპტუნის ორბიტის მიღმა განლაგებული მცირე სხეულები ერთმანეთისგან შემადგენლობით ისევე განსხვავდებიან. პრინციპი იგივეა როგორიც დედამიწის ტიპის პლანეტების გაზის გიგანტებისგან განსხვავების შემთხვევაში. ძირითადი სარტყლის ასტეროიდებს დედამიწის ტიპის პლანეტების მსგავსი შემადგენლობა აქვთ, ისინი ძირითადად მყარი მატერიებისგან - სილიკატებისა და მეტალებისგან შედგებიან, მაშინ როდესაც კოიპერის სარტყელსა, ოორტის ღრუბელსა თუ გაბნეულ დისკში განლაგებული პლანეტოიდები ძირითადად, წყალბადის, მეთანისა და ამიაკის გაყინულ ლოდებს წარმოადგენენ.
 
თვითონ ძირითადი სარტყლის სიახლოვეს არსებობს ასტეროიდთა ავტონომიური დაჯგუფებები, რომლებიც უმთავრესად იუპიტერის, მარსისა და დედამიწის ორბიტზე არიან კონცენტრირებული. ეს პლანეტოიდები ძირითადი სარტყლიდან უმთავრესად იუპიტერის და სხვა პლანეტების გრავიტაციის ზემოქმედების შედეგად არიან გამოდევნილი. ძირითადი სარტყლიდან დიდი პლანეტების ზემოქმედებით გამოდევნილ ასტეროიდებს '''თანამგზავრული ტიპის ასტეროიდებად''' ან '''ტროიანებად''' მოიხსენიებენ. საქმე ისაა, რომ ასეთი ასტეროიდები, როგორც წესი მოძრაობენ გამომდევნი პლანეტის ორბიტებზე და ამით გარკვეულწილად მოგვაგონებენ თანამგზავრებს, თუმცა მათგან განსხვავებით, ისინი ბრუნავენ არა პლანეტების ირგვლივ, არამედ უშუალოდ პლანეტის ორბიტაზე. ასეთი ასტეროიდები როგორც წესი ჯგუფებად მოგზაურობენ და ან წინ უსწრებენ პლანეტას ორბიტალურ გზაზე ან უკან მიყვებიან მას. ასტეროიდების ავტონომიურ ჯგუფებად კონცენტრირდებიან ლაგრანჟის, იგივე ლიბრაციის წერტილებში.
 
ტროიანი ასტეროიდების ყველაზე დიდი ჯგუფები იუპიტერის ორბიტაზეა კონცენტრირებული. ეს ბუნებრივია, იუპიტერის გრავიტაციის სიმძლავრის გამო ხდება. იუპიტერის ორბიტაზე კონცენტრირებული ტროიანი ასტეროიდების ორ ძირითად ჯგუფს, რომლებიც ლიბრაციის ორ ძირითად წერტილში L<sub>4</sub> და L<sub>5</sub> არიან კონცენტრირებული '''ტროელებსა''' და '''ბერძნებს (აქეელებს)''' უწოდებენ. ბერძნები წინ უსწრებენ იუპიტერს, ხოლო ტროელები ჩამორჩებიან მას, რითაც ქმნიან ბუნებრივ ოპოზიციურ ჯგუფებს, ამიტომაც მოხდა მათთვის ბერძნების და ტროელების სახელის მინიჭება.
 
თანამგზავრული ტიპის ასტეროიდების/ტროიანების გარდა არსებობენ კიდევ '''ჰილდები''' - '''ნახშირბადოვანი ასტეროიდების დინამიური ჯგუფი''', რომლებსაც არა აქვთ "სწორი" ორბიტები. ისინი სამკუთხედის მსგავსად არიან განლაგებული ასტეროიდთა ძირითადი სარტყლიდან იუპიტერის ლიბრაციული წერტილების L<sub>3</sub>, L<sub>4</sub> და L<sub>5</sub> მიმართულებით. ჰილდას ოჯახის ასტეროიდები ქმნიან ძირითადი სარტყლის ე.წ. გარეგან შრეს. ამ ასტეროიდების მოძრაობის ამპლიტუდა ძალიან მერყევია, რაც იუპიტერის ძლიერ გრავიტაციას უკავშირდება. ასტეროიდთა ამ ჯგუფს სახელი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის - [http://ssd.jpl.nasa.gov/sbdb.cgi?sstr=153 153 ჰილდა] გამო ეწოდა, რომელიც 1975 წელს აღმოაჩინეს.
 
ასტეროიდთა ძირითადი სარტყელი მზედან 2.8 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული და მისი '''საერთო მასა''' მთვარის მასის 4 % უტოლდება. ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის უდიდესი სხეულია [http://ssd.jpl.nasa.gov/sbdb.cgi#top 1 ცერერა (ცერესი)], ერთადერეთი სხეული ასტეროიდთა სარტყელში, რომელსაც "სწორი" მრგვალი ფორმა გააჩნია, ამის გამო მას '''ჯუჯა პლანეტასაც''' უწოდებენ. ასტეროიდებს შორის ზომებით გამოირჩევიან ასევე - [http://ssd.jpl.nasa.gov/sbdb.cgi?sstr=2 2 პალადა] (პალასი) და [http://ssd.jpl.nasa.gov/sbdb.cgi?sstr=4 4 ვესტა]. ორივე მათგანს, ისევე როგორც სიდიდით მეოთხე ასტეროიდ [http://ssd.jpl.nasa.gov/sbdb.cgi#top 10 ჰიგიას], მომრგვალებული ფორმა აქვთ, თუმცა არც ერთი მათგანის ფორმა არ არის სრულყოფილი.
 
{{ასტრონომია}}