მეჰელის ცხვირნალა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
| ncbi =
}}
'''მეჰელის ცხვირნალა''' ({{lang-la|Rhinolophus mehelyi}}) — [[ხელფრთიანები]]ს სახეობა, [[ნალცხვირა ღამურები]]ს ოჯახისა. გავრცელებულია [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთ ევროპაში]] და [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთში]]. დამახასიათებელია საშუალო ზომა, ფერმკრთალი ტუჩები და მონაცისფრო-მოყავისფრო ყურები. ბეწვი შედარებით ხშირია, მონაცისფრო-მოთეთრო ფერისაა. მუცლის ბეწვი თითქმის მთლინად თეთრია, ხოლო ზურგისა — მონაცისფრო-მოყავისფრო. მკვეთრად არის გამოყოფილი ზურგისა და მუცლის მხარეები. სხეულის სიგრძე 5,5-6,4 სმ, წონა 10-18 გრ. ფრთების შლილი 33-34 სმ. [[გამოქვაბული|გამოქვაბულების]] ბინადარია, უპირატესობას ანიჭებს [[კირქვა|კირქვიან]] ადგილებს, იქ სადაც [[წყალი]]ა. მეჰელის ცხვირნალა როგორც ცნობილია, ბუდობს სხვა ნალცხვირა ღამურებთან ერთად. თავისუფლად არის ჩამოკიდებული [[მღვიმე|მღვიმეების]] ჭერზე. სანადიროდ გამოდის მობინდებისას, მსხვერპლს იჭერს დაბლა მიწაზე, აგრეთვე ბუჩქებსა და ხეებზე. გავრცელებულია [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] რაიონებში. გვხვდება [[ესპანეთი|ესპანეთში]], [[პორტუგალია]]ში, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[იტალია]]ში, [[რუმინეთი|რუმინეთში]], [[ბულგარეთი|ბულგარეთში]], [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[სერბია და ჩერნოგორია]]ში, [[მაროკო]]ში, [[ტუნისი|ტუნისში]], [[ეგვიპტე]]ში, [[ალჟირი|ალჟირში]], [[ლიბია|ლიბიაში]], [[თურქეთი|თურქეთში]], [[კვიპროსი|კვიპროსში]], [[ირანი|ირანში]], [[ერაყი|ერაყში]], [[ისრაელი|ისრაელში]], [[იორდანია]]ში, [[ავღანეთი|ავღანეთში]].<ref name=MDI>{{Cite book|autore=Spagnesi M., De Marinis A.M. (a cura di)|title=Mammiferi d'Italia - Quad. Cons. Natura n.14|url=http://www.minambiente.it/opencms/export/sites/default/archivio/biblioteca/protezione_natura/qcn_14.pdf|editore=Ministero dell'Ambiente - Istituto Nazionale Fauna Selvatica|anno=2002}}</ref> მეჰელის ცხვირნალა გვხვდება [[საქართველო]]შიც, კერძოდ, [[მცხეთა|მცხეთის]] მიდამოებში. იშვიათი სახეობაა, ამიტომ შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.
 
სახელი ეწოდა უნგრელი ზოოლოგის [[ლაიოშ მეჰელისმეჰელი]]ს ([[1862]]–[[1953]]) პატივსაცემად.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.iucnredlist.org/apps/redlist/details/19519/0 მეჰელის ცხვირნალა] {{en}}
* [http://www.naturlichter.de/gallery2/main.php?g2_view=keyalbum.KeywordAlbum&g2_keyword=Mehely-Hufeisennase მეჰელის ცხვირნალა — ფოტოგალერეა] {{en}}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:ხელფრთიანები]]