მემფისი (ტენესი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: el:Μέμφις (Τενεσσί)
No edit summary
ხაზი 46:
}}
 
'''მემფისი ''' (Memphis, Tennessee), ქალაქი [[აშშ|აშშ–ში]], [[ტენესი|ტენესის]] შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ–აღმოსავლეთში , მდინარე [[მისისიპი|მისისიპის]] ნაპირზე, 670,902 მცხოვრებით. დაარსდა 1819 წელს. სამოქალაქო ომში 1861 წელს ის კონფედერატების ხელში აღმოჩნდა, 1862 წლის 6 ივნისის ბრძოლის შემდეგ ის დაიბრუნეს უნიონისტებმა. ქალაქი ვითარდებოდა და იზრდებოდა, მაგრამ ყვითელი ცხელების სამმა ეპიდემიამ 1873-1879 წლებში მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიწირა, მრავალმაც დატოვა ქალაქი და მემფისი დაცარიელდა. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს აღიდგინა თავისი მნიშვნელობა ქალაქმა. მემფისის განვითარებაში განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა მემფისელმა პოლიტიკოსმა ედვარდ კრამპმა (Edward Hull Crump), რომელიც 1910–1954 იყო ქალაქის მრავლგზის არჩეული მერი და ასევე კონგრესმენი ტენესიდან. მემფისის ინფრასტრუქტურის შექმნაში მისი წვლილი განუზომელია. ამ ქალაქში 1968 წლის 4 აპრილს [[კინგი, მარტინ ლუთერ|მარტინ ლუთერ კინგი]] მოკლეს. მემფისი, ისევე როგორც ტენესის შტატის მეორე უმნიშვნელოვანესი ქალაქი [[ნეშვილი]], ამერიკული მუსიკის ცენტრად და აკვნად შეიძლება ჩაითვალოს.