სხალტბის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(წაიშალა კატეგორია [[:კატეგორია:საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლები|საქართველოს ხუროთმოძღვრ)
{{მმ*|სხალტბა}}
 
''' სხალტბა''' – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - აგურით ნაგები ერთნავიანი [[ეკლესია]], რომელიც დგას [[მცხეთის მუნიციპალიტეტი]]ს [[სხალტბა (მცხეთის მუნიციპალიტეტი)|სოფ. სხალტბის]] დასავლეთით. სამხრეთი კარის თავზე მოთავსებული წარწერის თანახმად, ეკლესია [[1669]] აუშენებია ივანე ზედგინიძის ძეს [[სახლთუხუცესი|სახლთუხუცეს]] შიოშსა და მის მეუღლეს თამარს. სამხრეთ კარიბჭის ერთ-ერთი სვეტის წარწერაში მოხსენიებულია ოსტატი [[სარქარი]] მელქან ფურცხვანიძე. ეკლესიის სამხრეთით ფასადის მხარეს მიშენებული აქვს 4 ისრული [[თაღი|თაღით]] გახსნილი [[კარიბჭე]], რომლის 3 რვაწახნაგა ბოძი შემკულია ჩუქურთმებით და ჯვრებით. მოჩუქურთმებულია აგრეთვე ლავგარდანიც. ეკლესია შიგნით სადაა, თაღები და გადამხური [[კამარა]] ისრული ფორმისაა, რაც გვიანდელი ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. [[თამარითამარ მეფე|თამარ]] მეფის დროს ([[1202]]) სხალტბიდან [[შიომღვიმე|შიომღვიმის]] მონასტრისათვის გაიყვანეს [[შიომღვიმის წყალსადენი|წყალსადენი]], რომელიც იმ დროისათვის რთულ ჰიდროტექნიკის ნაგებობას წარმოადგენდა.
 
==რესურსები ინტერნეტში==