ანტონ გნოლისთავისძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ანტონ გნოლისთავისძე''', XII-XIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, [[ჭყონდიდელი|ჭყონდიდელ]]-[[მწიგნობართუხუცესი]] (დაახლ. 1179—1184).
 
[[თამარითამარ მეფე|თამარის]] მეფობის პირველ წლებში [[ვეზირი|ვაზირობა]] წაართვა მიქელ კათალიკოსმა. ანტონ გნოლისთავისძე ბერად შედგა [[დავითგარეჯა|დავითგარეჯის]] მონასტერში. მიქელის სიკვდილის შემდეგ თამარმა კვლავ მიიწვია და ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესობის გარდა, სამთავნელობაც ([[სამთავისი]]ს ეპისკოპოსობა) მისცა. მონაწილეობდა [[შამქორის ბრძოლა 1195|შამქორის ბრძოლაში]] ([[1195]]). ზრუნავდა სამეფო მონასტრებზე ([[შიომღვიმე]], [[დავითგარეჯა]], [[ვარძია (მონასტერი)|ვარძია]], [[გელათის მონასტერი|გელათი]]). თამარ მეფის [[1201]] სიგელიდან ვგებულობთ, რომ ანტონს [[სხალტბა (ტაძარი)|სხალტბიდან]] შიომღვიმის მონასტერში წყალსადენი გაუყვანია. [[ვანის ქვაბები|ვაჰანის მონასტრის]] წარწერა გვამცნობს, რომ ანტონ გნოლისთავისძეს ამ მონასტრისათვის ზღუდე აუგია. ამის შემდეგ წყაროებში აღარ იხსენიება.
==ლიტერატურა==
*''შოშიაშვილი ნ.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 498, თბ., 1975