აღმოსავლეთი ალპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''აღმოსავლეთი ალპები''' ({{lang-de|Ostalpen;}} {{lang-it|Alpi Orientali}}) — [[ალპები|ალპებს მთათა სისტემის]] ნაწილი [[ევროპა]]ში. მდებარეობს [[შვეიცარია|შვეიცარიის]], [[ავსტრია|ავსტრიის]], [[ლიხტენშტაინი]]ს, [[გერმანია|გერმანიის]], [[იტალია|იტალიისა]] და [[სლოვენია|სლოვენიის]] ტერიტორიებზე. ვრცელდება [[ბოდენის ტბა|ბოდენზეესა]] (ჩრდილოეთით) და [[კომო (ტბა)|კომოს]] (სამხრეთით) ტბის აღმოსავლეთით. იგი უფრო განიერი (სიგანე 260 კმ) და დაბალია ვიდრე [[დასავლეთი ალპები]]. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 4049 მ (მწვერვალი [[ბერნინა]]). ნაკლებად არის გამოხატული თანამედროვე გამყინვარება და [[ალპური ტიპის რელიეფი|რელიეფის ალპური ფორმები]]. დამახასიათებელია დიდი გასწვრივი ხეობები და უმთარესად განედური ქედები. აღმოსავლეთი ალპები, [[ოროგრაფია|ოროგრაფიული]] და [[ტექტონიკა|ტექტონიკური]] თვალსაზრისით მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთის ალპებთან.
 
ის, საერთოდ, სიგანედის მიმართულებისაა [[შუა დუნაის დაბლობი|შუა დუნაის დაბლობამდე]], სადაც აღმოსავლეთი ალპების რკალის კიდე წყდება. დასავლეთ ალპებთან შედარებით, აღმოსავლეთი ალპები ნაკლები სიმაღლისაა, თუმცა უფრო განიერია. ფართოა მთელ სიგრძეზე, მისი ბოლო რაიონი დაბლდება და საშუალო სიმაღლის მთებში გადადის, მაგრამ არ ვიწროვდება. პირიქით, აქ მესამეული ნაოჭების ვირგაციას[[ვირგაცია]]ს აქვს ადგილი; [[ქედი|ქედები]] მარაოსებურად იშლება, ამასთან სამხრეთი ტოტი ([[იულიუსის ალპები]]) [[ბალკანეთის ნახევარკუნძულისნახევარკუნძული]]ს დინარის მთებს უერთდება. ჩრდილო ტოტი კი მოკვეთილია ვენის აუზის ახალგაზრდა ნასხლეტი ღრმულით, მაგრამ [[ტექტონიკა|ტექტონიკურად]] კარპატების[[კარპატები]]ს რკალში გრძელდება.
 
განსაკუთრებითთ მაღალია აღმოსავლეთი ალპების ცენტრალური ზონა, სადაც გამოიყოფა ალპის მთების ჯგუფები: რეტის აპლები. ეცტალის ალპები, ცილერტალის ალპები, მაღალი და დაბალი ტაუერნი, დოლომიტის ალპები, ორტლერის ალპები და სხვ. ჩრდილოეთ ნაწილში უფრო დაბალი, მაგრამ მეტად დანაწევრებული,, ციცაბოკალთებიანი, დაკარსტული, მეზოზოური ასაკის კირქვებითა და დოლომიტებით აგებულია ქედია, რომელთაგან აღსნიშნავია: ალგეის ალპები, კიცბიუელის ალპები, ბავარიის ალპები, ბერხტესგადენის ალპები და სხვ. კიდევ უფრო ჩრდილოეთით არის მეზოზოურ-კაინოზოური ფლიშის დაბალი ქედები. ცენტრალური ზონის სამხრეთით აღმართულია კირქვული ქედები (ლომბარდიის, კარნის, დოლომიტის, იულიუსის ალპები და სხვ.), რომლებიც სამხრეთ უფრო დაბალ კირქვულ წინაალპებში გადადის. გამყინვარების ფართობი მას გაცილებით ნაკლები აქვს და მყინვარებიც ნაკლები სიდიდისაა, მაგრამ მთავარ მწვერვალებსა და ქედებზე აქაც დიდძალი მუდმივი ყინულია დაგროვილი.