აღმოსავლეთი ალპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|270პქ| მინი|270პქ| '''აღმოსავ...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:PizBernina3.jpg|მინი|270პქ|]]
[[ფაილი:Laliderer Wand von N HQ.jpg|მინი|270პქ|]]
'''აღმოსავლეთი ალპები''' ({{lang-de|Ostalpen;}} {{lang-it|Alpi Orientali}}) — [[ალპები|ალპებს მთათა სისტემის]] ნაწილი [[ევროპა]]ში. მდებარეობს [[შვეიცარია|შვეიცარიის]], [[ავსტრია|ავსტრიის]], ლიხტენშტაინის[[ლიხტენშტაინი]]ს, [[გერმანია|გერმანიის]], [[იტალია|იტალიისა]] და [[სლოვენია|სლოვენიის]] ტერიტორიებზე. ვრცელდება [[ბოდენის ტბა|ბოდენზეესა]] (ჩრდილოეთით) და [[კომო (ტბა)|კომოს]] (სამხრეთით) ტბის აღმოსავლეთით. იგი უფრო განიერი (სიგანე 260 კმ) და დაბალია ვიდრე [[დასავლეთი ალპები]]. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 4049 მ (მწვერვალი [[ბერნინა]]). ნაკლებად არის გამოხატული თანამედროვე გამყინვარება და [[ალპური ტიპის რელიეფი|რელიეფის ალპური ფორმები]]. დამახასიათებელია დიდი გასწვრივი ხეობები და უმთარესად განედური ქედები. აღმოსავლეთი ალპები, [[ოროგრაფია|ოროგრაფიული]] და [[ტექტონიკა|ტექტონიკური]] თვალსაზრისით მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთის ალპებთან.
 
ის, საერთოდ, სიგანედის მიმართულებისაა შუა დუნაის დაბლობამდე, სადაც აღმოსავლეთი ალპების რკალის კიდე წყდება. დასავლეთ ალპებთან შედარებით, აღმოსავლეთი ალპები ნაკლები სიმაღლისაა, თუმცა უფრო განიერია. ფართოა მთელ სიგრძეზე, მისი ბოლო რაიონი დაბლდება და საშუალო სიმაღლის მთებში გადადის, მაგრამ არ ვიწროვდება. პირიქით, აქ მესამეული ნაოჭების ვირგაციას აქვს ადგილი; ქედები მარაოსებურად იშლება, ამასთან სამხრეთი ტოტი (იულიუსის ალპები) ბალკანეთის ნახევარკუნძულის დინარის მთებს უერთდება. ჩრდილო ტოტი კი მოკვეთილია ვენის აუზის ახალგაზრდა ნასხლეტი ღრმულით, მაგრამ ტექტონიკურად კარპატების რკალში გრძელდება.