ხევი (მხარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Moxeve111-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Luckas-bot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
== ყაზბეგის ისტორიული მუზეუმი ==
სტაფანწმინდის ისტორიული მუზეუმი განთავსებულია ცნობილი ქართველი მწერლის ალ.ყაზბეგის მამაპაპისეულ სახლში. სახლი აშენებულია ალ.ყაზბეგის პაპის გაბრიელ ყაზბეგის მიერ. თავდაპირველად ის იყო მთის ტიპის ორსართულიანი, ბანიანი შენობა. 1958 წელს ალ. ყაზბეგის მამას, მიხეილს ჩაუტარებია რეკონსტრუქცია, ბანიანი სახლის ადგილას აუშენებია გვიან ფეოდალური სტილის ორსართულიანი, სვეტებიანი შენობა რომლის მემორიალურობა ამჟამად მთლიანად დაცულია. ამ სახლშია დაბადებული თვითონ მწერალი ალ.ყაზბეგიც, აქვე გაატარა ბავშვობა და ყრმობა.
მუზეუმის ფართობი 1000 კვ/მ _ ს შეადგენს. აქედან საექსპოზიციო 358 კვ/მ ია.ამჟამად პირველ სართულზე გამოფენილია ხევის ისტორიულ ეთნოგრაფიული მასალა, ხოლო მეორე სართული დათმობილი აქვს ალ. ყაზბეგის ცხოვრებას და შეომქმედებას, აქვე დაცულია მათი საოჯახო, პირადი ნივთებიც. მუზეუმში არის დროებითი საგამოფენო დარბაზი რომელშიც პერიოდული გამოფენები იმართება. ყაზბეგიანთ საგვარეულო სახლის ეზოში ყაზბეგების საგვარეულო ეკლესიაა, რომლის მშენებლობა გაბრიელ ყაზბეგს დაუწყია 1804 წელს და დაუმთავრებია 1809 წელს. ყაზბეგიანთ საგვარეულო ეკლესიას, ყაზბეგიანთ ეზოს და შენობათა მთლიან ანსამბლს განეკუთვნება ორი შესანიშნავი სტილით აშენებული მატური დასამრეკლო. მატურის ქვეშ დასაფლავებული არიან ალ.ყაზბეგის მშობლები და პაპა და ბებია. აქვე ეზოში საგვარეულო სასაფლაოზე განისვენებს თვითონ ალ.ყაზბეგიც.
ყაზბეგის რაიონი ისტორიულად ცნობილია სახელწოდებით „ხევი“, რომელიც ანტიკური პერიოდის ავტორთა-სტრაბონისა და პლინიუსის ( ძ.ვ.წ I ს ) თხზულებებსა და წყაროებში მოხსენიებულია როგორც წანარეთი. მუზეუმის ექსპოზიცია იწყება რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ე.წ „ყაზბეგის განძის“ კოლექციით. 1877 წ ყაზბეგიანთ ეკლესიის მიჯნაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა სპილენძის ჭურჭელში მოთავსებილი ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს ნივთების მთელი განძი. მას ათარიღებენ X-VI ს.ჩვ.წელთაღრიცხვამდე. ნაწილი ამ ნივთების დაცულია მოსკოვის, ს.პეტერბურგის და თბილისის ჯანაშიას სახლ მუზეუმებში. აქ ნაპოვნია სამკაულები , მოსართავები, თიხისა და კერამიკის ჭურჭელი, სამუშაო იარაღების ფრაგმენტები, ფიბულები, ეჟვნები, საკულტო დანიშნულების საგნები, ცხვრის, ირმის თავიანი გამოსახულებები. საყოფაცხოვრებო ხასიათის ნივთები. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ანტიკურ პერიოდში ხევი წარმოადგენდა კულტურის ლოკალურ კერას.
ხევში ქრისტიანობა ქართლის მოქცევის პირველსავე წლებში გავრცელებულა, რასაც ნათლად ადასტურებს მყინვარწვერის ფერდობზე ზღვის დონიდან 4118 მ სიმაღლეზე მდებარე ბეთლემის გამოქვაბულის სამონასტრო კომპლექსი ( V-VI ს ). იგი მსოფლიოში ერთადერთი ქრისტიანული სამონასტრო კომპლექსია, რომელიც ასეთ სიმაღლეზე მდებარეობს. ამ სამონასტრო კოპლექსში შედის ბეთლემის ეკლესია, ქვაჯვარი, ამირანის „ნაქოხარი“, „ მარიამ წმინდის საბძანისი“, „ირმების საწველი“, რამდენიმე მღვიმე და გამოქვაბული, რომლის ფართობი 2000 კვმ ს აღემატება ბაზილიკურ ეკლესიასთან ერთად. ექსპოზიციაში გამოფენილია რკინით შეჭედილი ბეთლემის კარი ჯაჭვით, რომლის მეშვეობითაც ადიოდნენ გამოქვაბულში და კარის დასამაგრი ბოძები. აქვეა გამოფენილი გამოქვაბულიდან ჩამოტანილი ნივთები, ეჟვანი, ზარები, ისრის პირები, საზიარებელი კოვზი, ხვეწი, ნემსკავები, ხის პატარა პენალი, სანთლის ფრაგმენტები და სხვადასხვა დანიშნულების საკულტო ნივთები.
ხევის ტერიტორია საკმაოდ მდიდარია კულტურის ძეგლებით. ამიტო ამ ძეგლებს სათანადო ადგილი აქვს დათმობილი მუზეუმის ექსპოზიციაში. ქა წარმოდგენილია ხევის ტერიტორიაზე განლაგებული როგორც გუმბათოვანი, ისე სამნავიანი ბაზილიკური სტილის ეკლესია-ნაგებობანი, კოშკები, ს. გარბნის, ახალციხის, სიონის, ს.გერგეტის წმინდა სამების ეკლესია ( XIV ს).
ექსპოზიციაში აგრეთვე წარმოდგენილია ხევის საბჭოს დროშა ( ორიგინალი) წმ სამების ეკლესიიდან. ორიგინალის სახითაა აგრეთვე წარმოდგენილი მუმიზმატიკის საგამოფენო ვიტრინა. აქ გამოფენილია I-III საუკუნის ქართული მონეტები. კოლხური თეთრი, ქართული დრამები, დრაქმა, არაბული მონეტები, აბაზიანები, ბაქარის, თეიმურაზის და ერეკლეII ის მონეტები ( XVIIIს), ქართული უზალთუნი, ქართული ორაბაზიანი და სხვადასხვა.
ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბაგრატ V ის სიგელი ს გერგეტელთათვის წმ სამების მოსამსახურედ ე.წ საყდრისშვილთა შესახებ, ამ სიგელში ისინი მოიხსენებიან გარკვეული უფლებამოსილების მქონე ადამიანთა ჯგუფად, რომელთაც ეკისრებოდათ წმ სამების ეკლესიის მოვლა-პატრონობა, ხევში ქრისტიანული წესების დაცვა.
როგორც ცნობილია, ყაზბეგის რაიონი კავკასიონის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული, მდ თერგის ვიწრო ხეობაში, და გარშემორტყმულია მწვერვალებით. მყინვარწვერი ( 5044მ ), ჭიუხები, მთა ყურო... მუზეუმის მეორე დარბაზში წარმოდგენილია ალპინიზმის განვითარების ამსახველი მასალები ხევში. ბუნებრივია ასეთ პირობებში მწვერვალების პირველი დამპყრობნი მოხევეები იქნებოდნენ. მყინვარწვერის პირველი დამპყრობი იყო იოსებ მოხევე, რომელიც ი ბატონიშვილის „კლამასოვის“ მიხედვით პირველი ავიდა მწვერვალზე XVIII სკ-ში. მის შემდეგ მრავალმა უცხოელმა და ქართველმა ალპინისტებმა დალაშქრეს მწვერვალები. ვიტრინებში გამოფენილია იმ დროის ალპინისტთა აღჭურვილობა. დურბინი, მათარა, წრიაპები, სათვალეები, სოლები, კარაბინები, წერაყინი, მთამსვლელის ტანსაცმელები. აქ გამოფენილია ადგილობრივი ალპინისტების ჯილდოები, სიგელები, ვინპელები, წერილები, დღიურები, სამკერდე ნიშნები. დღეს წინაპრების სახელოვან საქმეს ღირსეულად აგრძელებენ მათი შვილები და შვილიშვილები.
ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ხევი უაღესად საინტერესო კუთხეა. შემდგმი დარბაზი დათმობილი აქვს ტრადიციულ ქალისა და მამაკაცის შესამოსელს. ხევში განვითარებული იყო ტყავის დამუშავება, ქსოვა, რთვა, კერვა, მოთელვა. სახლის პირობებში ჯარაზე ან თითისტარზე ართავდნენ მატყლის ძაფს. ღებავდნენ ბუნებრივ, მცენარეულ საღებავებში. ხელით ან დაზგაზე ქსოვდნენ ტილოს, წინდებს, ხურჯინებს, ფარდაგებს. ექსპოზიციაში გამოფენილია მოხეური ორნამენტით ნაქსოვი ფარდაგები, თანები, ნაბდები, ჩოხები და კაბები. ამ საქმით ძირითადად დაკავებული იყვნენ ქალები. აქვე გამოფენილია ვერცხლის ქამრები, ვერცხლის მოსევადებული უნაგირები, ხანჯლები, ხმლები, თოფები. ხევში აგრეთვე განვითარებული იყო ხის და ქვის დამუშავება. ექსპოზიციაში ადგილი აქვს დათმობილი ხევისთვის დამახასიათებელი ყოფაცხოვრების ამსახველ მასალებს. აქ წარმოდგენილია მოხეური საცხოვრებელი ოთახის ინტერიერი ე.წ „ სამყოფო“. ძველად ხევში სახლები შენდებოდა ორ სართულად მშრალი წყობით. ზემოთ სართულს საცხოვრბლად იყენებდნენ , ხოლო ქვემოთ იყო საქონლის სამყოფი. დედაბოძი და კერა სახლის შიდა მოწყობილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ბოლის გასავლელად სახლის კედლებს დატანებილი ჰქონდა სარკმელები და ჭერში ერდო, საიდანაც ოთახში სინათლე და ჰაერი შემოდიოდა. კერის მეშვეობით თბებოდა სამყოფისი და აქვე მზადებოდა საჭმელიც - ჯაჭვზე დაკიდებულ რკინის ქვაბში. ასეთ კომპლექსს მოხევეები ქობსაკიდელს ეძახიან. ქობსაკიდელზე დაკიდებილია ხორცის ამოსაღები სამკაუჭა ჩანგალი. სახლის განათება ხდებოდა ე.წ მაშხალით ან ჩირაღით. ოთახს კედლებში დაყოლებული ჰქონდა შუკუნები, სადაც დებდნენ საოჯახო ნივთებს. ოთახში ერთი მხარე დათმობილი აქვს მონადირის კუთხეს. ცნობილია, რომ ოჯახის უფროსი მეცხოველებისა და მიწათმოქმედებასთან ერთად მისდევდა ნადირობასაც. ჯიხვის ან დათვის ტყავს აკრავდნენ კედელზე ზედ დაკიდებულია მშვილდისარი, თოფი, წნელით დაწნული მონადირის თხილამურები. აქვე დგას ხის გრძელი სავარძელი და „მარტოშკამა“ - საუფროსო სკამი ორნამენტირებული ზურგით, რომესაც უფროს კაცს უდგამდნენ. აქვე დგას ხონჩა - ხის პატარა მაგიდა, რომელზეც დალაგებულია რქის პატარა ყანწები, ლუდის ამოსაღები „კოკოშა“, ფიალები. აქვეა პატარა ზომის დასაჯდომი „ჩაშკამა“ და აკო მოხეური ჩუქურთმის შემკული ხის კამოდი. ექსპოზიციაში ნაჩვენები ხის ნაწარმიდან სჩანს, ჩვენს წინაპართა ხით ხუროობის მაღალი დონე. ოთახში განლაგებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები: ხის ვედროები, ე.წ „ტაგანები“, თულუხები. ვარცლები, სადღობელი, თუნგები. საცხოვრებელი ოთახის მოპირდაპირე მხარეს გამოფენილია სამუშაო იარაღები. მიწის დასამუშავებლად გუთანი, ფარცხი, ხელის წისქვილი, ჯარა, ორთითა, საკრეფელი, ცელი და სხვა.
მუზეუმის შენობის მეორე სართულის ორი დარბაზი დათმობილი აქვს ალ ყაზბეგის განყოფილებას.
ალ ყაზბეგი დაიბადა 1848 წელს აქვე გაატარა ბავშვობა. პატარა ალექსანდრეს ორი ძიძა და რამდენიმე გამზრდელი გაუჩინეს და არაჩვეულებრივ ფუფუნებაში ზრდიდნენ. მშობლებთან ერთად მთელი ოჯახი მრავალრიცხოვან შინამოსამსახურეებთან ერთად თავს ევლებოდა მას. მოგვიანებით ალ ყაზბეგი თვითონ კიცხავდა თავის აღზრდის ასეთ პირობებეს და მეთოდებს.
მამას მიხეილ ყაზბეგს, მთის მკაცრ მებატონეს გაგიჟებით უყვარდა თავისი ერთადერთი შვილი. ალ ყაზბეგის დედა იყო ქართველი თავადის ესტატე თარხნიშვილის ქალი, განათლებული, ხვთისმოსავი ქალბატონი. იგი დედით გიორგი XII ის შვილიშვილი იყო, ხოლო მამით ეკუთვნოდა გიორგი სააკაძის მოდგმას. აქვე წარმოდგენილია ყაზბეგების გენეალოგია.
ალ ყაზბეგის პაპის მამა ყაზიბეგ ჩოფიკაშვილი ჯერ კიდევ XVII სკ-ის შუა ხანებში დაწინაურდა. საარქივო მასალებიდან ირკვევა რომ ქართლის მეფეები დიდ ნდობას უცხადებდნენ მას და ავალებდნენ დარიალის მეთვალყურეობას, გზების შეკეთებას, ელჩებისა და უცხოელ პირთა გაცილებას. იგი იმ დროს სტეფანწმინდის მოურავად ითვლებოდა.
უკვე XXI ს დასაწყისში დარიალის გასაღები ხელთ ეპყრა ყაზიბეგ ჩოფიკაშვილის შვილს გაბრიელს. რუსეთის საქართველოსთან შეერთებისთანავე მან აზნაურის წოდება და მაიორის ჩინი მიიღო, მამის სახელი გვარად დაიმტკიცა და ასე დაიწყო ყაზბეგების გენეალოგია. გაბრიელ ყაზბეგმა მალე დიდი ავტორიტეტი მოიპოვა რუსეთის ხელისუფალთა და მთის ხალხების თვალში. იგი რომ ქართველ მეფეებთან და ერისთავებთან დაახლოებული პირი იყო, ირკვევა მუზეუმში დაცული იმ წერილებიდან, რომლებსაც ქართლის მეფეები სწერდნენ გაბრიელ ყაზბეგს.
გაბრიელს ჰყავდა ორი ვაჟიშვილი მიხელილი და ნიკოლოზი. გაბრიელ ყაზბეგის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი მისმა უფროსმა შვილმა მიხელიმა დაიკავა. იგი ითვლებოდა ხევ-მთიულეთის მმართველად, დიამბეგად. რუსეთის იმპერიისაგან მან მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი.
როდესაც ალ ყაზბეგმა სასკოლო ასაკს მიაღწია მიხეილ ყაზბეგის ოჯახი თბილისში გადავიდა, იგი მიაბარეს ჰაკეს პანსიონში სადაც სხვადასხვა საგნებთან ერთად უცხო ენასაც ასწავლიდნენ. სახლში მას დაუქირავეს რამდენიმე მასწავლებელი თბილისში მან ექვსი წელი ისწავლა. შემდგომ მშობლებს აღარ უხერხდებათ თბილისში ჩასვლა და ალექსანდრემაც ვეღარ შეძლო სწავლის გაგრძელება. 18 წლის ასაკში მას გარდაეცვალა მამა. ოჯახს ეკონომიურად ძალიან გაუჭირდა. ალ ყაზბეგს უნდოდა სწავლის გაგრძელება. ის მოსკოვს მიემგზავრება და 1867 წელს მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში ჩაირიცხება. იგი მთელი არებით დაეწაფა სწავლას. მან ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაწერა მოთხრობა „ჩვენი ქვეყნის ბომონდი“. მოსკოვში სწავლის დროს იგი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა. მის ხელნაწერებში შემორჩენილია წერილი დედისადმი, სადაც სწერს რომ 6 თვის განმავლობაში დედისგან ფული არ მიუღია.
1870 წელს უსახსრობის გამო ალ ყაზბეგი სწავლას თავს ანაებებს და მშობლიურ ყაზბეგში ბრუნდება იგი იწყებს მეცხვარეობას. ექსპოზიციაში გამოფენილია მისი მეცხვარეობის დროინდელი მეგობრები.
ალ ყაზბეგის ამ გადაწყვეტილებამ ყველა გააოცა, მაღალი საზოგადოებისაკენ მიმავალი გზები მან გასცვალა მეცხვარის ჯოხსა და ნაბადზე. მან მეცხვარეობაში 7 წელი გაატარა. იგი დაუახლოვდა უბრალო ხალხს, ბოლომდე გახდა მათი ჭირვარამის გამყოფი. აქვე გამოფენილია უცხოელ ვაჭრებთან შეხვედრის პერიოდი „ნამწყემსრის მოგონებიდან“ ( მხ ვ.წიკლაური ) . მეცხვარების დროს უბრალო ხალხისგან ის იწერდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, თქმულებებს, ლეგენდებს, ანდაზებს, ლექსებს.
1879 წელს საცხოვრებლად გადადის თბილისში და მუშაობას იწყებს გაზეთ „დროების“ რედაქციაში. იქვე იბეჭდება მისი პირველი ნაწარმოები „მოხევეები და მათი ცხოვრება“. აქვეა გამოფენი მხატვრული ტილო „დროებს რედაქციაში ალ ყაზბეგი მესხსა და მაჩაბელს უკითხავს ახალ სტატის“. მიუხედავად მძიმე პირობებისა, რომელშიც იგი იმყოფებოდა იგი ძალიან ბევრს მუშაობდა. ერთმანეთის მიყოლებთ იქმნებოდა მისი უკვდავი ნაწარმოებები „ ხევისბერი გოჩა“ , „მოძღვარი“, „ელგუჯა“, „ციცკა“ .... აქვე გამოფენილია გრიგოლ ორბელიანის შეფასება-„ღმერთმა გაკურთხოს მოჩხუბარიძევ იმ გულის დადკბობისთვის, რომელიც მომეცა ამ მოთხრობის წაკითხვის ჟამსა, ჯერ ქართულ ენაზე მსგავსი არა დაწერილარა“. აქვე გამოფენილია ილუსტრაციები მისი ნაწარმოებებიდან და თარგმანები სხვადასხვა ენაზე.
გამოფენის შემდგომ ნაწილში ექსპონირებულია ძვ ქართული თეატრის მოღვაწეთა ფოტოები. ალ ყაზბეგის თეატრალური მოღვაწეობა იწყება 80 იან წლებში. მის კალამს 42 პიესა ეკუთვნის. მისი პიესებიდან აღსანიშნავია „არსენა“ და „ქეთევან წამებული“. ის თვითონ თამაშობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის თეატრის სცენებზე. აქვეა გამოფენილი მხატვრული ტილო ალ ყაზბეგის სცენაზე არსენას როლში. აქვეა გამოფენილი რამდენიმე თეატრალური აფიშაც.
ალ ყაზბეგის განყოფილების ექსპოზიციის ბოლო ნაწილი გადმოგვცემს მწერლის ავადმყოფობასა და სიკვდილს. 1890 წელს მწერლის ჯანმრთელობა თანდათან შეირყა მას მიხეილის საავადმყოფოში ათავსებენ. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ აქვე გარდაიცვალა. ქართველი საზოგადოება დიდად დაამწუხრა მისმა გარდაცვალებამ. მწერლის სიკვდილს გამოეხმაურა იმდროინდელი პრესა. ილის ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ იუწყებოდა „ უკვდავთან სიკვდილს რა ხელი აქვს, ორჯერ დაბადებული ერთი სიკვდილი ვერას უზამს, ალ ყაზნეგი ხელმეორედ კი მაშინ დაიბადა, როდესაც თავისი ნიჭიერი კალამი ქვეყანას უძღვნა“. ექსპოზიციაში გამოფენილია ფოტოსურათი მისი გამოსვენება ქაშვეთის ეკლესიიდან. მხატვრული ტილო „ალ ყაზბეგის გადმოსვენება ჯვრის უღელტეხილზე“. იგი დაკრძალულია მუზეუმის ეზოში საგვარეულო სასაფლაოზე.
აქვეა გამოფენილი მისი საოჯახო რელიქვია ვერცხლის ძაფით ნაქარგი წმ გიორგის ხატი, რომელიც მოუქარგავს და ეკლესიისთვის შეუწირავს ალ ყაზბეგის სახელზედ მის ნახევარდას. ექსპოზიციაში გამოფენილია აგრეთვე ალ ყაზბეგის აკვანი სამუშაო მაგიდა და სკამი, ბუფეტი, სავარძლები, საწოლი და სარკე.
 
{{მრავალმნიშვნელოვნება|ხევი|ხევი}}
[[File:KheviHisorical.jpg|მინიატიურა|ხევი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხევი_(მხარე)“-დან