ცხოველების ფერმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
== სიუჟეტი ==
{{სიუჟეტი}}
ორუელის ნაწარმოებში საუბარია [[ცხოველები|ცხოველებზე]], რომლებმაც აჯანყება მოაწყვეს და ფერმიდან განდევნეს ადამიანები. მათ გადაწყვიტეს, საკუთარი მმართველობის სისტემა შექმნან და თავად მართონ ფერმა, მაგრამ, ამავე დროს, არანაირად არ დაემსგავსონ [[ადამიანი|ადამიანებს]]. საერთო გადაწყვეტილებით, აკრძალული იყო ტანსაცმლის ჩაცმა, ადამიანივით საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება და სხვა ჩვევები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, ფერმა, განვითარებასთან ერთად, „ეცემოდა ადამიანის დონემდე“ და საბოლოოდ მისი ერთპიროვნულ მმართველს, ღორს სახელად „ნაპოლეონი“, უკვე ვერავინ არჩევდა ნამდვილი ადამიანებისგან.
 
== ფერმის კანონები ==
რევოლუციის შემდეგ ღორებმა კედელზე დიდად დაწერეს შვიდი კანონი, რომლებიც ფერმის ყველა ბინადარს უნდა დაეცვა. როდესაც მათ თავად დაიწყეს ამ კანონების დარღვევა, პარალელურად კანონებიც შეცვალეს. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც აჯერებდნენ ცხოველებს, რომ კანონებში არაფერი შეცვლილა.
* ყველა, ვინც ორ ფეხზე დადის, ცხოველის მტერია.
* ყველა ვისაც ოთხი ფეხი ან ფრთები აქვს, ცხოველის მეგობარია.
* არცერთმა ცხოველმა არ უნდა ატაროს ტანსაცმელი.
* არც ერთმა ცხოველმა არ უნდა დაიძინოს საწოლში (შემდგომ დაემატა: თეთრეულიანში).
* არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი (შემდგომ დაემატა: უზომო რაოდენობით).
* არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მოკლას მეორე ცხოველი (შემდგომ დაემატა: უმიზეზოდ).
* ყველა ცხოველი თანასწორია (შემდგომ დაემატა: მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები)
 
=== ალეგორიები ===