Ibanez: განსხვავება გადახედვებს შორის

38 ბაიტი დაემატა ,  8 წლის წინ
ვიკიფიცირება
(სხვ.-ს სხვა დაეწერა :D)
(ვიკიფიცირება)
'''Ibanez''' (აიბენეზი) — მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული გიტარის ბრენდი, რომელსაც ფლობს კომპანია Hoshino Gakki მდებარეობს [[ნაგოია]], [[იაპონია]]–ში. Hoshino Gakki იყო პირველი იაპონური გიტარის კომპანია, რომელიმაც წარმატებას მიაღწია [[აშშ]]–სა და [[ევროპა|ევროპაში]] თავიანთი აიბენეზის გიტარებით. მოგვიანებით სხვა იაპონური კომპანიებიც გამოვიდნენ თავიანთი გიტარებით ამ ბაზარზე, მაგალითად [[Electric Sound Products|ESP]].
 
აიბენეზის თანამედროვე წარმოება დაიწყო [[1957]] წელს იაპონიაში Hoshino Gakki–ს მიერ, მაგრად დასახელება Ibanez(აიებენეზი) წარმოიქმნა [[1927]] წელს, როდესაც Hoshino Gakki–მ დაიწყო ესპანეთიდან აკუსტიკური გიტარების – Salvador Ibanez–ის იმპორტირება. Hoshino Gakki ფლობს ბრენდებს: Ibanez ([[გიტარა|გიტარები]]), Tama (ბარაბანები[[დრამი|დრამები]]).
 
== ისტორია ==
კომპანია Hoshino Gakki გაჩნდა [[1908]] წელს,როგორც მუსიკალური ინსტუმენტების გაყიდვის განყოფილება კომპანია Hoshino Shoten–ში. თადავ ეს კომპანია ყიდდა წიგნებს. [[1935]] წელს მათ დაიწყეს საკუთარი სიმიანი ინსტუმენტების წარმოება. [[1960]] წლამდე მათ დასავლეთის ბაზარზე მხოლოდ უმნიშვნელო ადგილი ეკავათ.
 
მათ დაიწყეს ესპანური გიტარების იმპორტი ესპანელი ოსტატი სალვადორე იბანესისაგან (Salvador Ibáñez, [[1854]] - [[1920]]), მაგრამ როდესაც ესპანური სამოქალაქო ომის ([[1936]] - [[1939]]) დროს განადგურდა გიტარების სახელოსნო და უკვე მიუწვდომელი გახდა გიტარები. ამ გიტარების დიდი პოპულარულობის გამო იაპონელებმა შეისყიდეს უფლებები სამარკო ნიშან Ibanez–ზე და დაიწყეს საკუთარი აკუსტიკური გიტარების გამოშვება. თავდაპირველად სახელ Ibanez Salvador–ით, ხოლო შემდეგ Ibanez–ით [http://www.hoshinogakki.co.jp/hoshino_e/history/history.html].
 
Ibanez–ის გიტარების თანამედროვე ერა დაიწყო [[1957]] წელს. [[1950]]–იანი და [[1960]]–იანი წლების კატალოგებში იყო გიტარები, რომლებსაც ჰქონდათ უცნაური ფორმა. [[1960]]–იანების ბოლოს რამდენიმე გიტარა ძალიან ჰგავდა Hagström–ისა და EKO–ს ინსტრუმენტებს. Hoshino Gakki აიბენეზის გიტარების საწარმოებლად იყენებდა გიტარის ფაბრიკა Teisco–ს მას შემდეგ, რაც მათ შეწყვიტეს საკუთარი გიტარების წარმოება [[1966]] წელს. 1969/1970 წლებში ფაბრიკა Teisco–ს დახურვის შემდეგ Hoshino Gakki აიბენეზის გიტარების უმრავლესობის საწარმოებლად იყენებდა ფაბრიკა FujiGen Gakki–ს. ასევე შეიცვალა აიბენეზის ლოგოტიპი გიტარის თავზე, ის უფრო თანამედროვე გახდა.