აკაში-კაიკიოს ხიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
[[ფაილი:TopOfPearlBridge03.jpg|thumb|300px|right|ხიდი საყრდენი კოშკიდან.]]
 
'''აკაში-კაიკიოს ხიდი''' ({{lang-ja|明石海峡大橋}} აკაში კაიკიო ო-ჰაში), ასევე ცნობილი როგორც '''მარგალიტის ხიდი''', დაკიდული ხიდიახიდი [[იაპონია]]ში, [[აკაშის სრუტე]]ზე; აერთებს [[მაიკო]]ს [[კობე]]ში და [[ივაია]]ს [[ავაძი]]ს კუნძულზე, და [[ჰონსიუ]]-[[სიკოკუ]]ს გზატკეცილის ნაწილია. ეს ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდია მსოფლიოში დღეისთვის, როგორც საერთო სიგრძით (3.911 მ), ასევე მიცი ცენტრალური ფრთის ზომით (1. 991 მ). გეგმით ის ერთ-ერთია სამ ხიდთაგან ჰონსიუ-სიკოკუს მონაკვეთზე.
 
ხიდის აგებამდე მგზავრები აკაშის სრუტეზე [[ბორანი|ბორნით]] გადადიოდნენ. სრუტე ხშირად შტორმიანია და 1955 წელს ძლიერი უამინდობის გამო ერთ-ერთი მორიგი ბორანი 168 მგზავრით ჩაიძირა, მგზავრების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ უბედური შემთხვევით გამოწვეული შოკითა და საზოგადოების აღშფოთების გამო იაპონიის მთავრობამ სრუტეზე დაკიდული ხიდის გეგმის შექმნა გადაწყვიტა. თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული იყო ხიდზე რკინიგზის ხაზის დამატებაც, თუმცა მშენებლობისას ეს პირობა უკუგდებულ იქნა - დარჩა მხოლოდ საავტომობილო ექვსი ხაზი. მშენებლობა 1988 წლის მაისში დაიწყო და მხოლოდ [[1998]] წლის [[5 აპრილი|5 აპრილს]] დასრულდა. აკაშის სრუტე საერთაშორისო სანაოსნო გზაზეა და 1500 მეტრი სიგანის სანაოსნო ზოლს საჭიროებდა.
 
ხიდს სამი ფრთა აქვს. ცენტრალური ნაწილი 1991 მეტრია, გარდიგარდმო ფრთები 960 მეტრია. ხიდის საერთო სიგრძე 3911 მეტრია. ცენტრალური ფრთის სიგრძე 1990 მეტრი იყო თავდაპირველად, მაგრამ 19995 წლის კობეს მიწისძვრამ იგი ერთი მეტრით დააგრძელა. ხიდი პროექტით უძლებს 286 კმ/სთ ქარის წინაღობას, 8.5 [[მაგნიტუდა|მაგნიტუდის]] მიწისძვრას[[მიწისძვრა]]ს [[რიხტერის შკალა|რიხტერის შკალით]] და სწრაფ ზღვის დინებას.
 
ხიდის მშენებლობა ¥ 500 მილიარდი (≈USD 5 მილიარდ) დაჯდა. ამ თანხის დაფარვას ხიდზე მგზავრობის გადასახადით გეგმავდნენ. თუმცა ეს გადასახაი იმდენად მაღალია (2.300 იენი ან $20 დოლარი), რომ მძღოლთა უმრავლესობა ნელ მაგრამ იაფ ბორანს ამჯობინებს.
 
==რესურსები ინტერენტში==
{{Commons category|Akashi bridge}}
* [http://en.structurae.de/structures/data/index.cfm?ID=s0000001 Akashi Kaikyo Bridge at Structurae]