ჟორჟ კიუვიე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: my:ကူးဗီယေ၊ ဂျော့ရှ်
No edit summary
ხაზი 2:
'''ჟორჟ კიუვიე''' ({{lang-fr|George Léopold Chrétien Frédéric Dagobert Cuvier}} (დ. [[23 აგვისტო]], [[1769]], [[მონბელიარი]] – გ. [[13 მაისი]], [[1832]], [[პარიზი]]), [[ფრანგები|ფრანგი]] ბუნებისმეტყველი, [[ზოოლოგია|ზოოლოგი]], ცხოველთა შედარებითი [[ანატომია|ანატომიისა]] და [[პალეონტოლოგია|პალეონტოლოგიის]] ერთ-ერთი ფუძემდებელი. სახელმწიფო მოღვაწე. [[1788]] წელს დაამთავრა კარლის აკადემია [[შტუტგარტი|შტუტგარტში]]; [[1895]] და [[1818]] წლებში იყო [[საფრანგეთი]]ს აკადემიის წევრი.
კიუვიეს გამოკვლევები ეხება უმთავრესად [[ხერხემლიანები|ხერხემლიანი]] ცხოველების შედარებითი ანატომიის, პალეონტოლოგიისა და აგრეთვე ბუნებისმეტყველების ზოგად საკითხებს. ცხოველთა აგებულების შესწავლის საფუძველზე მან შექმნა ორიგინალური ზოოლოგიური სისტემა. კიუვიემ შეისწავლა უაღრესად მდიდარი პალეონტოლოგიური მასალა და გამოავლინა ნამარხ ცხოველთა [[სტრატიგრაფია|სტრატიგრაფიული]] მნიშვნელობა. დღევანდელი და ამომწყდარი ცხოველების აღნაგობის დეტალურად შესწავლისას მან დაადგინა ნაწილთა შორის კანონზომიერ თანამიმართებათა ([[კორელაცია|კორელაციების]]) არსებობა და დიდი წარმატებით გამოიყენა ისინი უმნიშვნელო ფრაგმენტების მიხედვით მთელი [[ჩონჩხი]]ს რეკონსტრუქციისათვის.
კიუვიე არ ცნობდა ორგანული ბუნების [[ევოლუცია]]ს და [[კრეზციონიზმი]]ს მტკიცე მიმდევარი იყო. იგი უარყოფდა გენეზისურ კავშირს ორგანიზმების ჯგუფებს შორის; კორელაციები მას ორგანოთა შორის სტატიკურ თანამიმართებებად მიაჩნდა; სხვადასხვა გეოლოგიურ შრეში განსხვავებული ორგანიზმების არსებობის ასახსნელად კიუვიემ შექმნა ე.წ. „კატასტროფების თეორია“, რომლის თანახმად, სხვადასხვა ეპოქაში სტიქიური კატასტროფები (კატაკლიზმები) სპობდა მტელმთელ [[ფლორა]]სა და [[ფაუნა]]ს დიდ ტერიტორიებზე, სადაც შემდეგ სხვა ადგილებიდან მოსული ახალი ორგანიზმები სახლდებოდნენ.
კიუვიეს მეცნიერული კონცეფციის უმართებულობის მიუხედავად, მან ბუნებისმეტყველების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მის მიერ შესწავლილმა უმდიდრესმა მასალამ, მისმა მეთოდებმა და განზოგადებებმა კი დიდად შეუწყო ხელი ევოლუციონიზმის განვითარებას.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟორჟ_კიუვიე“-დან