ბიორნ კეიპერსი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ბიორნ კეიპერსი''' ({{lang-nl|Björn Kuipers}}; 28 მარტი, 1973 წ. ოლდენზალი, ) — [[ნ...
(განსხვავება არ არის)

20:05, 3 აპრილი 2012-ის ვერსია

ბიორნ კეიპერსი (ნიდერლ. Björn Kuipers; 28 მარტი, 1973 წ. ოლდენზალი, ) — ნიდერლანდელი ფეხბურთის მსაჯი. ძირითადად მოღვაწეობს ნიდერლანდების უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში.

კეიპერსი ამავე დროს მსაჯობს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. მათ შორისაა 2006 წლის ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ფინალს, უეფა-ს თასის, უეფა-ს ევროპის ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩები. KNVB-ის (ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ასოციაცია) მიერ კეიპერსი A კლასის (ტოპ-სია) არბიტრთა სიაშია შეტანილი. მამამისი ასევე მსაჯი იყო.

2009 წლის 14 ივლისს, KNVB-ის მსაჯთა ტექნიკური სამსახურის უფროსმა დაადასტურა, რომ კეიპერსი ევროპული ფეხბურთის უმაღლეს კლასში იქნა აყვანილი. პიეტერ ვინკთან და ერიკ ბრაამჰაართან ერთად, იგი ერთადერთი ჰოლანდიელია უმაღლეს ევროპულ დონეზე. 2006 წლიდან ირიცხება ფიფა-ს მსაჯთა სიაში.

ბიორნი ნეიმეგენის რადბუდის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, პარალელურად ოლდენზალში სამი C1000 სუპერმარკეტისა და თმის სალონის თანამფლობელი იყო.

სქოლიო