მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{გრამატიკა}}
[[ფაილი:Amerigo Vespucci01.jpg|thumb|ვესპუჩის ქანდაკება ფლორენციაში.]]
'''ამერიგო ვესპუჩი''' (Amerigo Vespucci; დ. [[19 მარტი]], [[1454]] — გ. [[22 თებერვალი]], [[1512]]) — იტალიელი [[ვაჭარი]], [[მკვლევარი]] და [[კარტოგრაფი]]. მას ეჭირა მთავარი როლი ორ რეისში, რომელიც იკვლევდა [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] აღმოსავლეთ სანაპიროს [[1499]]-[[1502]] წლებში. მეორე რეისის დროს აღმოაჩინა, რომ [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთი ამერიკა]] უფრო ფართოვდებოდა [[სამხრეთი|სამხრეთისკენ]], ვიდრე ევროპელებმა იცოდნენ. ამ ფაქტმა დაარწმუნა იგი, რომ ეს მიწა იყო ახალი კონტინენტის ნაწილი.
 
ვესპუჩის მოგზაურობები ცნობილი გახდა [[ევროპა|ევროპისათვის]], როდესაც მისი ანგარიშები გამოქვეყნდა [[1502]]-[[1504]] წლებში. [[1507]] წელს [[მარტინ ვოლდსიმიულერი|მარტინ ვოლდსიმიულერმა]] გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა, სადაც ახალ კონტინენტს მან „ამერიკა“ უწოდა, ვესპუჩის პირველი სახელი. დანართ წიგნში ვოლდსიმიულერმა გამოაქვეყნა ვესპუჩის ერთ-ერთი ანგარიში, რომელმაც გამოიწვია კრიტიკა ვესპუჩის მიმართ, როგორც [[ქრისტეფორე კოლუმბი]]ს დიდების მიმთვისებელზე. შემდგომ აღმოჩენებში, მეთვრამეტე ასწლეულში ვესპუჩის სხვა წერილების ნახვისას გაირკვა, რომ ადრე გამოქვეყნებული ანგარიში იყო გაკეთებული არა ვესპუჩის, არამედ სხვების მიერ.
 
== ცხოვრება ==
ვესპუჩი დაიბადა [[ფლორენცია]]ში, [[იტალია]]ში, დიდგვაროვან ოჯახში. მამამისი იყო [[ნოტარიუსი]] [[ფული]]ს გადამცვლელი გილდთა ფლორენციაში. ამერიგო მუშაობდა ლორენცო დი პერფრანცესკო დი'მედიჩისა და მის ძმასთან ჯოვანისთან. [[1491]] წელს მათ გაგზავნეს ვესპუჩი, რათა ემუშავა მათ სააგენტოში [[სევილია]]ში, [[ესპანეთი|ესპანეთში]].
 
[[1508]] წელს, მისი ორი მოგზაურობის შემდეგ ამერიკაში, ვესპუჩისათვის შეიქმნა ექპერიმენტალი მაიორის წოდება, პასუხისმგებლობით ოკეანეში რეისისთვის გასაწვრთნელი პილოტებისთვის.
 
==წყაროები==