ბებრისციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: thumb → მინი using AWB
No edit summary
ხაზი 1:
[[File:Bebris-Tsikhe. (Photo A. Muhranoff, 2010)-1.jpg|მინი|ბებრისციხე]]
'''ბებრისციხე''' მდებარეობს [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]], ქ. [[მცხეთა|მცხეთის]] ჩრდილოეთით, მდ. [[არაგვი]]ს მარჯვენა სანაპიროზე. მას უძველეს დროს ერქვა ''ბელტა''. აგებულია ანტიკურ ხანაში. ციხე-სიმაგრის საერთო ფართობია დაახლოებით 1500 მ², შიდა ეზოსი – 600 კვ-მეტრი.
== ისტორია ==
 
ქართულ წერილობით წყაროებში ბებრისციხე პირველად იხსენიება [[ლაშა-გიორგი|ს]] უცნობ მემატიანესთან, რომლის თანახმადაც საქართველოს მეფე [[დემეტრე I]] (1125-1156 წწ.) გარდაიცვალა ბელტისციხში, შემდეგ იგი წაასვენეს და [[გელათი|გელათში]], მისგანვე კურთხეულ ტაძარში დაკრძალეს.
ბებრისციხის მშენებლობას XVIII ს. ისტორიკოსი [[ვახუშტი ბატონიშვილი]] არდამ ქართლის ერისთავს მიაწერს, რომლის ზეობა ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების პერიოდს უნდა ემთხვეოდეს. ბებრისციხე-ბელტისციხე [[მცხეთა]] ქალაქის ჩრდილოეთიდან ჩამკეტი მცველის როლს ასრულებდა. იმ ადგილას, სადაც იგი დგას ხეობა მეტად ვიწროა, ამიტომ ციხე მშვენივრად რაზავდა ქალაქს ამ მხრიდან.
2006-2008 წლებში ციხეზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილმა მრავალრიცხოვანმა და სხვადასხვა პერიოდის მასალამ ცხადყო, რომ IV ს-დან მოყოლებული ვიდრე XVIII ს ჩათვლით ბებრისციხე მოქმედი ციხე-სიმაგრე გახლდათ.
== ნაგებობა ==
 
ბებრისციხე კომპლექტურადაა აგებული შემაღლებულ კონცხზე. ციხე ორი ნაწილისაგან შედგება: მთავარი ციტადელი, მას სამხრეთით პატარა ეზო აკრავს. გეგმაში იგი სამკუთხედს უახლოვდება. სამივე კუთხეში კოშკები მდგარა, რომელთაგანაც სამხრეთ-აღმოსავლეთისა ყველაზე დიდია. იგი რამდენიმე სართულისაგან შედგება, რაც მის არა მარტო თავდაცვით, არამედ საცხოვრებელ დანიშნულებასაც მიუთითებს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბებრისციხე“-დან