კირილ ზდანევიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: pl:Kirył Zdaniewicz
clean up, replaced: thumb → მინი (3), px → პქ (3) using AWB
ხაზი 1:
{{რჩეული}}
[[სურათი:zdanevich_foto.jpg|thumbმინი|180px180პქ|right|კირილ ზდანევიჩი]]
 
'''კირილ ზდანევიჩი''' (დ. [[1892]], [[კოჯორი]] — გ. [[1969]]) — [[პოლონელები|პოლონელი]] წარმოშობის [[ქართველები|ქართველი]] მხატვარი [[ფუტურიზმი|ფუტურისტი]], წიგნების ილუსტრატორი, თეატრალური დიზაინერი.
ხაზი 25:
==სამშობლოში მოღვაწეობა==
===ფერწერა===
[[სურათი:zdan_kolau.jpg|thumbმინი|left|180px180პქ|კოლაუ ჩერნიავსკის პორტრეტი]] [[1917]] წლიდან იგი შემოქმედებით ცხოვრებას უბრუნდება. ის გახდა “[[ფუტურისტების სინდიკატი|ფუტურისტების სინდიკატის]]” და “[[41°]]”-ის წევრი. ამ გაერთიანებების მუშაობაში წამყვანი ადგილი ეკავა მის ძმას, ილიას. წლის ბოლოს ჩატარდა მისი ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც დადებითი გამოხმაურება მიიღო. ცნობილი ლიტერატურული და სამხატვრო კრიტიკოსი ს. გოროდეცკი წერდა: "კ. ზდანევიჩის ფერწერის ტალანტი ეჭვგარეშეა, მის მიერ გავლილი ნოვატორული სკოლა სერიოზულია, მისი ძიება საფუძვლიანი და მტკიცეა, და თუ მის შემოქმედებაში არის გარკვეული ნაკლოვანებები, როგორც მაგალითად ზოგიერთი ფუტურისტული ხერხის ზედმეტად წარმოჩენა ან ჩავარდნები გემოვნებაში ან ზედმეტი ეკლექტიკურობა, მათ შეიძლება დავუპირისპიროთ ფერის და ფორმის კარგი გრძნობა, სიმპატიური უშუალობა და თავის ძალებში დარწმუნებულობის შეგრძნება და ტემპერამენტულობა". ს. გოროდეცკი თვლიდა, რომ ზდანევიჩის ზოგიერთ ნაწარმოებში "ფორმების ჰიპერტროფიულობას აქვს თავისი აზრი", ის აღნიშნავდა, რომ "ფერადოვნება, როცა შენარჩუნებულია ფორმა, გვაძლევს ლამაზ შედეგს" და ასახელებს '''კ. ჩერნიავსკის პორტრეტს''', როგორც მხატვრის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს.
 
თანამედროვენი კირილ ზდანევიჩის ფერწერას “ორკესტრულს” უწოდებდნენ. კირილს ბევრი სხვადასხვა გატაცება ჰქონდა ხელოვნებაში: [[აკადემიზმი]], [[ფუტურიზმი]], [[კუბიზმი]], [[სეზანიზმი]], [[იმპრესიონიზმი]], [[პრიმიტივიზმი]], მაგრამ ამასთან ერთად რჩებოდა თვითმყოფად მხატვრად. პარიზშიც კი, სადაც ის მოხვდა როგორც უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი, მან შეძლო “შეევსო ის ხარვეზები, რომლებიც მას გააჩნდა, და რაც მთავარია გარკვეულიყო იმ არეულ-დარეულობაში, უწესრიგობაში, რომელიც სუფევდა იმჟამად სხვადასხვა სამხატვრო სკოლებსა, სტილებსა და მიმდინარეობებში” - წერდა იუ. დეგენი. პარიზი დაეხმარა მას მოეძებნა თავისი ადგილი ხელოვნებაში. ის ხატავდა სურათებს სიკაშკაშით, “მატისისებური” ფერადოვნებით და ტონების დისონანსებით. ამ სტილშია დახატულია “ნატურმორტი დოქით”.
ხაზი 35:
 
===თეატრი===
[[სურათი:Zdan_gaz.jpg|thumbმინი|left|250px250პქ|ესკიზი სპექტაკლისთვის "გაზი"]] ზდანევიჩი თეატრში გამოჩენილ რეჟისორ [[მარჯანიშვილი, კოტე|კოტე მარჯანიშვილთან]] მუშაობდა. მისი პირველი ნამუშევარი თეატრში გერმანელი დრამატურგის [[ტოლერი, ერნსტ|ერნსტ ტოლერის]] პიესა “გაზი” იყო. ამ პიესის თემა მანქანის საუკუნე – [[მაშინიზმი]] იყო. შესაბამისად დეკორაციები შეიქმნა მანქანის ნაწილებისაგან. შემდეგ ნამუშევარში, იმავე ავტორის პიესაში “ადამიანი-მასა”, სცენოგრაფია გადაწყვეტილია თავშეკავებულ შავ, თეთრ და რუხ ფერებში, წითელი ფერის დამატებით. შეზღუდული გამა საშუალებას იძლეოდა შექმნილიყო მთელი სპექტაკლის მთლიანი, მონოლითური სახე. განსხვავებულადაა გადაწყვეტილი [[რობაქიძე, გრიგოლ|გრ. რობაქიძის]] პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “მალშტრემი”. კაშკაშა, ფერადოვანი დეკორაციები იქმნებოდა ი. ოცხელთან ერთად. “სცენა განთავისუფლებული იყო ზედმეტობებისაგან, უზარმაზარი ცისფერი ფარდა მომრგვალებულად ფარავდა მთელ სცენას. სცენის ცენტრში აგებული იყო ცირკის მსგავსი შენობა აივნით და გარე კიბით. მრგვალი სცენა სპექტაკლის დროს ბრუნავდა, მსახიობები თამაშობდნენ აივანზეც და შიგა კონსტრუქციებზეც... სხვადასხვა ფერის და სხვადასხვა ეპოქის კოსტუმებში გამოწყობილი მსახიობები ქმნიდნენ ფანტასტიკურ სანახაობას”. შემონახულია კ. ზდანევიჩის შექმნილი (1924) ამ სპექტაკლის ფერადოვანი კოსტუმები.
 
მოგვიანებით ზდანევიჩი [[თბილისის ოპერის თეატრი|თბილისის ოპერის თეატრში]] მუშაობდა. 30-იან წლებში იგი, როგორც მთავარი მხატვარი, თანამშრომლობდა მოსკოვის გამომცემლობებში და მოსკოვის ფორეგერის თეატრში.