რქაწითელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.4) (ბოტის შეცვლა: af:Rkatsiteli
clean up, replaced: thumb → მინი (2) using AWB
ხაზი 1:
{{წყარო}}
[[სურათი:Rkatsiteli 2.jpg|thumbმინი|რქაწითელის ჯიშის ყურძენი]]
'''რქაწითელი''' — ქართული ტექნიკური [[ვაზი]]ს ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ჯიში განეკუთვნება [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამ-ხუთფრთიანი, მტევანი საშუალო ზომის ან დიდი, ცილინდროკონუსური. მარცვალი საშუალო, ოვალური მომწვანო-ყვითელი ფერის ყავისფერი ლაქებით. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, [[ხორნაბუჯი]]ს ტერიტორიაზე 150 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100-3200 c პირობებში მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა. ჯიში ყინვაგამძლეა. ნახევრადმდგრადია მილდიუს მიმართ მცირედ ზიანდება იოდიუმით.
 
[[სურათი:Rkatsiteli.jpg|thumbმინი|მარცხნივ|250პქ|რქაწითელი]]
 
რქაწითელით მზადდება სუფრის მშრალი თეთრი სამარკო ღვინო „რქაწითელი“, ადგილობრივი კახური მეთოდით. ასევე რქაწითელი, ხიხვისა და მწვანეს ჯიშის ღვინომასალებთან, კუპაჟში, გამოიყენება ღვინის „რქაწითელი ხორნაბუჯულის“ დასამზადებლად, რომელიც ასევე კახური ტიპისაა. რქაწითელი, მწვანეს ჯიშის ღვინომასალასთან ერთად, კუპაჟში, განოიყენება თეთრი სამარკო ღვინის „ტიბაანის“ დასამზადებლად. რქაწითელის, [[საფერავი]]სა და [[კაბერნე სოვინიონი]]ს ჯიშის ღვინომასალები გამოიყენება სუფრის ნახევრადმშრალი ვარდისფერი ღვინის დასამზადებლად. ასევე ეს ჯიში [[ჩინური]]ს, [[ჩხავერი]]ს ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ღვინომასალები რქაწითელის, [[ხიხვი]]ს, მწვანეს ჯიშისაგან გამოიყენება თეთრი მაგარი, [[პორტვეინი]]ს ტიპის „კარდენახის“ დასამზადებლად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რქაწითელი“-დან