რეზო ჩხეიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: thumb → მინი (2) using AWB
(clean up, replaced: thumb → მინი (2) using AWB)
[[სურათი:Rezo Chkheidze.jpg|thumbმინი|left|რევაზ ჩხეიძე]]
'''რევაზ (რეზო) დავითის ძე ჩხეიძე''' (დ. [[8 დეკემბერი]], [[1926]], [[ქუთაისი]]), [[ქართველები|ქართველი]] კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი (1980), პროფესორი.
 
 
1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). რეჟისორ [[აბულაძე, თენგიზ|თ. აბულაძესთან]] ერთად გადაიღო კინონარკვევები: "ჩვენი სასახლე" (1953), "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" (1954) და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა" (1955; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - "ოქროს რტო" და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).
[[სურათი:Po.6947624.jpg|thumbმინი|კადრი ფილმიდან: "მაგდანას ლურჯა"]]
 
გადაიღო მხატვრული ფილმები: "ჩვენი ეზო" (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), "მაია წყნეთელი" (1959), "განძი" (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), "[[ზღვის ბილიკი]]" (1962),[[ ჯარისკაცის მამა|"ჯარისკაცის მამა"]] (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), "ღომილის ბიჭები" (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია "ჯარისკაცის მამასთან" ერთად, 1970), "ნერგები" (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), "მშობლიურო ჩემო მიწავ!" (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; [[ლენინური პრემია]], 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა.