სპერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|სპერი}}
[[ფაილი:Erzurum Turkey Provinces locator.jpg|მინი|ისპერი დღვანდელი თურქეთის რუკაზე]]
{{წყარო}}
'''სპერი''' (ამჟამად თურქეთის პროვინცია ''İspir - ისპირი'') ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე [[თურქეთი|თურქეთის]] ტერიტორიაზე, ისტორიული [[მესხეთი|მესხეთის]] ნაწილი. იგი მდებარეობს [[ჭოროხი|ჭოროხის]] ზემო დინებაში. მკვლევართა დიდი ნაწილი სპერსა და მის მოსახლეებს მიიჩნევს აღმოსავლელი ქართული ეთნიკური, სახელმწიფოებრივი და კულტურული წრის შემადგენელ ნაწილად. [[ძვ. წ. V საუკუნე]]ში [[ჰეროდოტე]] იხსენიებს მის მოსახლეობას — [[სასპერები|სასპერებს]] (ტერმინი შეიძლება ნაწარმოები იყოს მხარის სავარაუდო სახელწოდებისაგან „სასპერ“-ოდან). სპერის ტერიტორია [[შავი ზღვა|შავ ზღვამდე]] აღწევდა (აქედან სახელწოდება „სპერის ზღუა“). [[ძვ. წ. IV საუკუნე|ძვ. წ. IV]]—[[ძვ. წ. III საუკუნე|III]] საუკეებში სპერი, [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოს]] წარმოქმნის დროისათვის, პროვინცია იყო ([[სტრაბონი]] სპერის „პარიადრის მთიანეთის“ სახელით იხსენიებს).
 
სპერის მხარის ერთი ნაწილი — ზემო სპერი სხვა ძველ ქართულ პროვინციებთან ([[ტაო]], [[გოგარენე]]) პერიოდულად გადადიოდა ხან [[სომხეთის სამეფო|სომხეთის]], ხან [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მფლობელობაში. სომხეთის მფლობელობაში სპერის მხარის ეს ნაწილი მოქცეული იყო [[ძვ. წ. II საუკუნე]]ში და [[III საუკუნე|ახ. წ. III]]—[[IV საუკუნე]]ებში (387 წლამდე). სპერის ოლქის უდიდესი ნაწილი და საკუთრივ ძველი ქალაქი სპერი [[1570-იანი წლები]]ს დამლევამდე თითქმის ყოველთვის შედიოდა საქართველოს საზღვრებში: [[XII საუკუნე|XII]]-[[XIII საუკუნე|XIII]] საუკუნეებში საქართველოს ფეოდალური მონარქიის გამგებლობაშია, [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] II ნახევრიდან სამცხის სამთავროში (სამცხე-საათაბაგოში) შედის. [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] ბოლოს სამცხის მთავარმა [[ბექა I|ბექა]] [[მანდატურთუხუცესი|მანდატურთუხუცესმა]] სპერში დაამარცხა ოსმალთა ლაშქარი. [[1578]] წლიდან ეს ძირძველი ქართული მხარე [[ოსმალეთი|ოსმალეთმა]] მიიტაცა. ამჟამად იგი შედის [[თურქეთი|თურქეთის]] ისპირის ვილაიეთში. სპერი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ ეს მხარე არის [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა საგვარეულოს]] სამშობლო.
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.ispir.gov.tr/ İspir-ის მთავრობის გვერდი]
*[http://www.kirazli.org/ ტურისტული ინფორმაცია]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სპერი“-დან