Carry That Weight: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
 
== ჩაწერა ==
[[ბითლზი|ბითლზმა]] „[[Golden Slumbers]]“/„Carry That Weight“-ის ჩაწერა დაიწყო 1969 წლის 2 ივლისს. მაკ-კარტნიმ, [[ჯორჯ ჰარისონი|ჰარისონმა]] და [[რინგო სტარი|სტარმა]] ჩაიწერეს ამ ორი სიმღერის 15 ვერსია მაშინ, როდესაც ლენონი [[შოტლანდია]]ში ავტოკატასტროფაში მოხვედრის გამო საავადმყოფოში მკურნალობდა.
 
მაკ-კარტნი უკრავდა [[ფორტეპიანო]]ზე, ჰარისონი - [[ბას-გიტარა]]ზე, ხოლო სტარი - დასარტყამ საკრავზე. საუკეთესო ვერსიად მიჩნეულ იქნა მათი ერთობლივი მე-13 და მე-15 ჩანაწერი, რომელიც შედგა 3 ივლისს. ამ და მომდევნო დღეს მაკ-კარტნიმ ჩანაწერს დაადო თავისი წამყვანი ვოკალი და რითმ-გიტარა, ჰარისონმა - [[სოლო-გიტარა]], ხოლო სამივემ - ვოკალური მისამღერი. 30 ივლისს მათ მიამატეს ვოკალები, მათ შორის ლენონისაც, რომელიც 9 ივლისს შემოუერთდა სესიებს. დანარჩენი ვოკალები, ლიტავრები და დასარტყამი საკრავები ჩანაწერს დაედო უკვე 31 ივლისს, ხოლო საორკესტრო პარტია ჩაიწერა 15 აგვისტოს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Carry_That_Weight“-დან