ალანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: eu:Alano
No edit summary
ხაზი 3:
'''ალანები''' (ძვ-[[ბერძნული ენა|ბერძნ]]. Ἀλανοί, [[ლათინური ენა|ლათ]]. Alani, Halani, [[ირანული ენები|ირან]]. Aryāna–დან - «[[არიელები|არიული]]", "კეთილშობილური») — მომთაბარე ირანული ტომები [[სკვითები|სკვითო]]-სარმატული წარმოშობით, წერილობით წყაროებში მოიხსენიებიან ახ. წ. [[I საუკუნე]]ში.
 
ალანების ნაწილმა [[IV საუკუნე|IV საუკუნის]] ბოლოდან, მიიღო მონაწილეობა [[ხალხთა დიდი გადასახლება|ხალხთა დიდ გადასახლებაში]], როცა იმ დროს, როგორც დარჩენილები გადავიდნენ მიმდებარე ტერიტორიებზე, კავკასიის მთისწინეთში. რაც ალანთა ტომური კავშირის და ადგილობრივი კავკასიური ტომების გაერთიანების საფუძველი გახდა, ცნობილი როგორც ალანია, ცენტრალურ წინაკავკასიაში ადრეულ ფეოდალური სახელმწიფო, რომელმაც იარსება [[თათრები|თათარ]]–[[მონღოლები|მონღოლთა]] შემოსევებამდე.IV საუკუნისთვის გოთებში ინტეგრირებული ევროპელ ალანთა გარდა, ცნობილია ალანთა 5 დამოუკიდებელი მსხვილი ჯგუფი: ბასილები (ბარსილები, მასკუტები), მასაგეტები, თერგის ალანები, ტანაიტები და ყირიმის ალანები (ტავროსკვითები). ჩრდილოკავკასიაში V საუკუნეში ცხოვრობდა 4 `ალანური~ გაერთიანება. კავკასიური ალანების 4 მსხვილ ჯგუფად დაყოფა დაფიქსირებული აქვს იბნ-რუსტეს 5-6 საუკუნით გვიან.
 
ალანებს კავკასიაში ადგილობრივი `ყობანური~ კულტურა დახვდათ. ალანებმა დაიპყრეს ისინი (დაპყრობილებს თავის სახელს არქმევდნენ და ენას ასწავლიდნენ). დამპყრობლები დაპრყობილებთან შედარებით მცირერიცხოვანნი იყვნენ – ამის შედეგია, რომ ოსებში კავკასიური გენეტიკა და კულტურა უფრო სჭარბობს, ვიდრე არიული, ხოლო ენაში ჩრდილოირანული და კავკასიური ელემენტები თანაბრადაა წარმოდგენილი. 378წ-ს ჰუნებმა დაამარცხეს ალანები და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპაში გაიყოლეს, სადაც მათ დამოუკიდებელი მოქმედება დაიწყეს. ისინი შევიდნენ ვესტ-გუთების გერმანულ კავშირში და სხვებთან ერთად 410წ-ს აიღეს რომი, საიდანაც გადავიდნენ სამხრეთ გალიაში. აქ ისინი გამოეყვნენ ვესტ-გუთებს, დადეს ხელშეკრულება რომაელებთან და ფლობდნენ მნიშვნელოვან ტერიტორიებს 415წ-დან 439წ-მდე. მათ მეფეს სამბიდი ერქვა. 457წ-ს ახალი მეფე ბეორგორი რომაელებთან კავშირში დამარცხდა ვანდალებთან ბრძოლაში ესპანეთში. ბეორგორი ლაშქრავდა ჩრდილო იტალიას, სანამ არ დაიღუპა ქ. ბერგამოსთან 464წ-ს. ალანთა მეორე ნაწილი შეურთდა ვანდალებს 406წ-ს გადავიდნენ გალიაში და იქ გაიყვნენ. ნაწილი ისევ გადავიდა რომაელთა სამსახურში და გოარამის მეთაურობით დაფუძნდა მდინარეებს ლუარასა და სენას შორის. აქ უკვე იყო მრავალრიცხოვანი სარმატული კოლონიები და ალანების მოსვლის შემდეგ დაარსდა ჩრდილო-ალანური სამეფო 442წ, რომლის დედაქალაქი იქყო ორლეანი. 450წ-ს გოარამი მოკვდა და მეფე სანგიბანი გახდა, რომლის მეთაურობის ქვეშაც ალანები მონაწილეობდნენ რომაელების ჰუნებთან გადამწყვეტ ბრძოლში კატალაუნის ველებზე 451წ-ის 15 ივნისს. აკანთა ამ ნაწილის მეორე ნახევარი ვანდალებს შეურთდნენ და ჰეიზერიხის მეთაურობით ერთად გადავიდნენ ჩრდილო აფრიკაში. აქ ვანდალ-ალანების სახელწმიფომ იარსება 533წ-მდე და შემდეგ ბიზანტიამ გაანადგურა. ადგილზე დარჩენილი ალანების მთავარი საცხოვრებელი ადგილი კავკასია დარჩა მას შემდეგ, რაც ალანური სტეპები დაიპყრეს თურქებმა, შემდეგ კი ხაზარებმა VI საუკუნის შემდეგ. VI – XI საუკუნეებში ალანები გამუდმებით იბრძობდნენ ხაზარების და არაბების წინააღმდეგ. ალანიის მეფეებს ჰქონდათ ნათესაური კავშირები ბიზანტიელ, ქართველ, სომეხ და ხაზრ მეფეებთან, ალანიის დედაქალაქი იყო მაგასი. რისტიანობა ალანებმა X ს-ის დასაწყისში მიიღეს. ჩრდილოეთით ჰქონდათ გუმბათოვანი ეკლესიები, ხოლო სამხრეთ მთიანეთში, ქართველების გავლენით, ბიზანტიურ-კანონიკური.
 
IX საუკუნეში სლავიანური დამწერლობის შემქმნელი კონსტანტინ-ფილოსოფოსი ალანებს იმ ხალხთა შორის მოიხსენიებს, რომელთაც `საკუთარი დამწერლობა აქვთ და ღმერთს საკუთარ ენაზე განადიდებენ~. XIII საუკუნეში ბერ-ფრანცისკანელი გილიომ დე რუბრუკი ალანებთან ბერძნულად შესრულებულ წერილებს პოულობს. დღეს-დღეისობით დამწერლობის ერთადერთი შემორჩენილი ძეგლია X საუკუნის ქვის ფილა ოსური წარწერით დიდი ზელენჩუკის ხეობიდან.
 
XII საუკუნიდან იწყება ალანთა დაქსაქსვა და დასუსტება. ჩრდილოეთით და დასავლეთით ისინი შეავიწროვეს თურქულმა ტომებმა – ყივჩაღებმა. 1225წ-ს მონღოლეთის 30 ათს-მა არმიამ ჩინგიზ ხანის მეთაურობით გაანდგურა ალანურ-ყივჩაღური არმია. ამ დროიდან ალანთა სტეპის ნაწილმა დაკარგა დამოუკიდებლობა, იგი მხოლოდ მთიან ნაწილში შემორჩა.
 
1394-1400წწ-ში თემურ ლენგმა საბოლოოდ გაანადგურა ალანები.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალანები“-დან