ღომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ღომი''' ([[ლათინური ენა|ლათ]]. Setaria italica) — ერთწლოვანი კულტურული მცენარე ძურწასებრთა გვარის მარცვლოვანთა ოჯახისა. აქვს სწორი, თითქმის, ცილინდრული ღერო, რომლის სიმაღლე 25 სმ-2 მ აღწევს, აქვს ფართო ლანცეტისებრი ფოთოლი, თავთავისებრი საგველა ყვავილედი, მარცვალა ნაყოფი. სიცხეს კარგად იტანს. საქართველოში გვხვდება ღომის ადრეული, საშუალო და საგვიანო ჯიშები. დასავლეთ საქართველოში მოჰყავთ „შვიდკვირა“ და „ორმოსავალა“. ღომი მაღალხარისხოვანი სასურსათო მცენარეა. მარცვალი შეიცავს ცილებსა და ვიტამინებს. ღომისგან ამზადებენ ფქვილს, მაკარონს, სპირტს, ლუდსა და სხვ. ღომის მწვანე მასას, ბზეს, ჩენჩოს, კილსა და სხვა ნარჩენს საქონლის საკვებად იყენებენ.
 
ღომი ცნობილი იყო 2700 წლის წინათ ჩვენს ერამდე. როგორც ჩანს, '''კულტურულ ღომს''' გამოეშტოვა '''სარეველა ღომიც'''(S. Ketzchovellii Menab). კულტურული ღომი ჩვენში [[XV საუკუნე|XV საუკუნეში]] ჩნდება. მაშასადამე,ღომი [[საქართველო|საქართველოში]] დაახლოებით 550 წელს ითვლის, მიუხედავად ამისა [[საქართველო|საქართველოში]] ღომის მრავალი უხვმოსავლიანი ჯიში არსებობს.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ღომი“-დან