კოქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კოქსი''', (გერმანული Koks<ინგლისური coke) მყარი ხელოვნური საწვავი; ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''კოქსი''', (გერმანული Koks<ინგლისური coke) მყარი ხელოვნური [[საწვავი;]] მიიღება სხვადასხვა ბუნებრივი საწვავის ან მათი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გახურებისას მაღალ ტემპერატურაზე (950-1050C°) [[ჰაერი|ჰაერის]] შეუღწევლად. განარჩევენ [[ქვანახშირი|ქვანახშირის]], ელექტროდულ სქელფისოვან და [[ნავთობი|ნავთობის]] კოქსს. კოქსს ძირითადად აწარმოებენ ქვანახშირისაგან.
ქვანახშირის კოქსს იყენებენ ძირითადად [[ბრძმედი|ბრძმედულ]] პროცესში [[თუჯი|თუჯის]] გამოდნობისას (ბრძმედის კოქსი), კოქსი აქ ერთდროულად საწვავი და [[რკინის მადანი|რკინის მადნის]] [[ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები|აღმდგენელია]]. გაცილებით მცირე რაოდენობით კოქსს იყენებენ [[სამსხმელო წარმოება|სამსხმელო წარმოებაში]] (სამსხმელო კოქსი), [[მადანი|მადნების]] [[აგლომერატი|აგლომერაციისთვის]], [[ქიმიურ მრეწველობა|ქიმიურ მრეწველობაში]], [[ფერადი მეტალურგია|ფერად]] და [[შავი მეტალურგია|შავ მეტალურგიაში]] და სხვა.
 
'''ქვანახშირის კოქსის''' წარმოება დაიწყეს XVIII საუკუნეში, როცა საჭირო გახდა ბრძმედული ღუმელებისთვის საჭირო დეფიციტური ხის ნახშირის შეცვლა.
ქვანახშირის კოქსი წარმოადგენს რუხი ფერის მყარ ნატეხებს; კოქსის ჭეშმარიტი და ფარდობითი სიმკვრივეა 1,80÷1,95, მოჩვენებითი (ფორების ჩათვლით) - 0,8÷1,0, ფორიანობა - საშუალოდ ≈50%, წვის სითბო - დაახლოებით 29 მეგ.ჯ/კგ (დაახლოებით 7000 კკალ/კგ).
 
''''''ელექტროდული სქელფისოვანი და ნავთობის კოქსისთვის''' დამახასიათებელია ქვანახშირის კოქსთან შედარებით დაბალი (არა უმეტეს 0,3%) ნაცრიანობა (ნავთობის კოქსისთვის 0,8%-მდე). ელექტროდულ სქელფისოვან კოქსებს ღებულობენ მაღალლღობადი ქვანახშირის სქელფისის კოქსვით კამერულ დინასურ ღუმელებში; ნავთობის კოქსი კი - ნავთობის თხევადი ნარჩენებისა და სქელფისების კოქსვით ლითონურ საკოქსავ კუბებში ან სპეციალურ ღუმელებში. ნავთობის კოქსი მიიღება აგრათვე ნავთობპროდუქტების პიროლიზისა და კრეკინგის დროსაც.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოქსი“-დან