რენე დეკარტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.4) (ბოტის შეცვლა: sh:René Descartes
ხაზი 5:
რენე დეკარტი დაიბადა [[საფრანგეთი]]ს ქალაქ [[ლაეში]] 1596 წელს. მისი ლათინიზირებული სახელია რენატუს კარტეზიუსი. მომავალ მათემატიკოსს, ფიზიკოსსა და ფიზიოლოგს ლოგიკური მსჯელობისადმი სიყვარულის გამო ჯერ კიდევ ბავშვობიდან შეარქვეს პატარა ფილოსოსფოსი. [[1604]]-[[1612]] წლებში სწავლობდა [[ლა ფლეში]]ს სკოლაში. იგი სწრაფად და იოლად ასრულებდა საშინაო დავალებებს ყველა საგანში, განსაკუთრებით კი [[მათემატიკა]] უყვარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ქალაქ [[პუატიე]]ს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.
 
ახალგაზრდა დეკარტი წარმატებით ეუფლებოდა მეცნიერების საფუძვლებს. მისი ინტერესები მხოლოდ მათემატიკით არ შემოიფარგლებოდა. აინტერესებდა [[მექანიკა]], [[ოპტიკა]], [[ბიოლოგია]], [[ფილოსოფია]]. ამ დროს დეკარტი უკვე პარიზში ცხოვრობდა. ზოგჯერ საქმე [[პარიზი]]ს ქუჩებში დუელამდეც მიდიოდა; ეს იყო მუშკეტერების დაუვიწყარი ეპოქა, რომელსაც ასე კარგად ვიცნობთ [[ალექსანდრეალექსანდრ დიუმა (უფროსი)|ალექსანდრე დიუმას]] [[სამი მუშკეტერი]]ს“ წყალობით.
 
[[1618]] წელს რენე დეკარტი მოხალისე მუშკეტერად ჩაეწერა [[ესპანეთი]]ს წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში, მაგრამ ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია. სანამ მოხალისე მუშკეტერების არმია ქალაქ ბრედში იდგა, უსაქმურობისაგან გაბრაზებული ახალგაზრდა მეცნიერები იმით ერთობოდნენ, რომ თავსატეხ ამოცანებს იგონებდნენ, ქალაქის ქუჩებში აკრავდნენ და ყველას იწვევდნენ მათ ამოსახსნელად. ასეთ შეჯიბრებებში რენე დეკარტიც მონაწილეობდა და ამ გზით მალე გაეცნო ადგილობრივ მეცნიერებს. [[1619]] წლის 10 ნოემბერს, შთაგონების წუთებში მეცნიერს მოეჩვენა, რომ აღმოაჩინა უნივერსალური მეთოდი_ კოორდინატთა მეთოდი. ამ აღმოჩენამ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. [[1621]] წელს დეკარტმა არმიაში სამსახური მიატოვა და მთელი სიცოცხლე მხოლოდ მათემატიკის პრობლემებზე მუშაობას მიუძღვნა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რენე_დეკარტი“-დან