კოქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კოქსი''', (გერმანული Koks<ინგლისური coke) მყარი ხელოვნური საწვავი; ...
(განსხვავება არ არის)

13:39, 23 მარტი 2012-ის ვერსია

კოქსი, (გერმანული Koks<ინგლისური coke) მყარი ხელოვნური საწვავი; მიიღება სხვადასხვა ბუნებრივი საწვავის ან მათი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გახურებისას მაღალ ტემპერატურაზე (950-1050C°) ჰაერის შეუღწევლად. განარჩევენ ქვანახშირის, ელექტროდულ სქელფისოვან და ნავთობის კოქსს. კოქსს ძირითადად აწარმოებენ ქვანახშირისაგან. ქვანახშირის კოქსს იყენებენ ძირითადად ბრძმედულ პროცესში თუჯის გამოდნობისას (ბრძმედის კოქსი), კოქსი აქ ერთდროულად საწვავი და რკინის მადნის აღმდგენელია. გაცილებით მცირე რაოდენობით კოქსს იყენებენ სამსხმელო წარმოებაში (სამსხმელო კოქსი), მადნების აგლომერაციისთვის, ქიმიურ მრეწველობაში, ფერად და შავ მეტალურგიაში და სხვა.

ლიტერატურა