თუჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''თუჯი''' არის რკინის შენადნობი [[ნახშირბადი|ნახშირბ...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{უკატეგორიო}}
'''თუჯი''' არის [[რკინა|რკინის]] [[შენადნობი]] [[ნახშირბადი|ნახშირბადთან]] (2%-ზე მეტი ნახშირბადით - C), აგრეთვე [[სილიციუმი|სილიციუმთან]], [[მანგანუმი|მანგანუმთან]], [[ფოსფორი|ფოსფორთან]], [[გოგირდი|გოგირდთან]]; ცხელ მდგომარეობაში წნევით ძნელი დასამუშავებელია. თუჯი [[რკინის მადანი|რკინის მადნის]] [[ბრძმედი|ბრძმედში]] გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი პროდუქტია. დანიშნულების მიხედვით თუჯი სხვადასხვაგვარია. გადასამუშავებელს იყენებენ ფოლადის მისაღებად. მაგალითად: [[ბესემერის პროცესი|ბესემერის თუჯი]], რომლისგანაც ფოლადი [[ბესემერი|ბესემერის]] [[კონვერტერი|კონვერტერში]] მიიღება. კონვერტერის ამონაგისა და [[წიდა|წიდის]] მჟავური თვისებების გამო გაქრევის პროცესში, თუჯიდან შეუძლებელია ფოსფორისა და გოგირდის მოცილება, ამიტომ ბესემერის თუჯში ამ მავნე მინარევების რაოდენობა მინიმალური უნდა იყოს ( არა უმეტეს 0,07% P და 0,06% S), ასეთი თუჯი შეიძლება გამოვადნოთ მხოლოდ განსაკუთრებული მცირეფოსფორიანი და მცირეგოგირდიანი მადნებიდან. სამსხმელოს იყენებენ მოყვანილი სხმულების წარმოებისთვის. სპეციალურს ანუ ბრძმედის [[ფეროშენადნობი|ფეროშენადნობებს]] ([[ფერომანგანუმი]], [[ფეროსილიციუმი]], [[სარკისებრი თუჯი]] და სხვა) - [[ფოლადი|ფოლადისა]] და თუჯის [[ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები|ჟანგვისა]] და [[ლეგირება|ლეგირებისთვის]]. თუჯს, რომელის სტრუქტურაში ნახშირბადი [[გრაფიტი|გრაფიტის]] სახითაა, '''რუხი თუჯი''' ეწოდება. ხოლო თუ [[ცემენტიტი|ცემენტიტის]] ანუ [[რკინის კარბიდი|რკინის კარბიდის]] (Fe3C) სახით - '''თეთრი თუჯი'''. რომელშიც წარმოიქმნება ცემენტიტისა და [[ფერიტი|ფერიტის]] ადვილდნობადი [[ევტექტიკა]], რომელსაც [[ლედებურიტი]] ეწოდება. FeC შენადნობის სტრუქტურაში ლედებურიტის და ცემენტიტის რაოდენობის გაზრდის შედეგად თუჯი ხდება უფრო თეთრი, სალი და მყიფე, ხოლო გრაფიტის რაოდენობის გადიდებისას რუხი და რბილი. რუხ თუჯს (მაღალსილიციუმიანს) ფოლადთან შედარებით აქვს კარგი სამსხმელო თვისებები (მაღალი თხელდენადობა, მცირე ჩაჯდომა, დნობის დაბალი ტემპერატურა, ხანგრძლივი [[კრისტალიზაცია|დაკრისტალების]] პერიოდი და სხვა). მას ფართოდ იყენებენ [[მანქანათმშენებლობა|მანქანათმშენებლობაში]], სხვადასხვა ზომისა და მასის მოყვანილი სხმულების დასამზადებლად. მისი მექანიკური თვისებები ძირითადად დამოკიდებულია გრაფიტის სტრუქტურაზე. მის [[მორფოლოგია|მორფოლოგიაზე]], შემდეგ კი ლითონის ფუძის სტრუქტურაზე. რუხი თუჯის ლითონური ფუძის სტრუქტურა გრაფიტის ჩანართებით დაზიანებული ფოლადების სტრუქტურის ანალოგიურია. თუჯის ქიმიურ შემადგენლობის შერჩევით, მცირეოდენი სპეციალური ელემენტების (Mn, Mg, Si, I, Ce, და სხვა) მიმატებით (მოდიფიცირებით) ღებულობენ ლითონის ფუძის და გრაფიტის სასურვრლ სტრუქტურას, გარკვეული ფორმის (ფირფიტოვანი, ბურთულოვანი) გრაფიტის ჩანართებს. გავრცელებულია ფირფიტოვანი გრაფიტის ჩანართებიანი რუხი თუჯი. და ბურთულოვანი გრაფიტის ჩანართებიანი მაღალი სიმტკიცის რუხი თუჯი. ეს ჩანართები მიიღება Mg, Ca, Ce ან სხვა ელემენტებით მოდიფიცირების შედეგად. რუხი თუჯი, ფოლადების მსგავსად [[ლითონთა თერმული დამუშავება|თერმულად ადვილად მუშავდება]], მიუხედავად ამისა, მის სხმულებს უმეტესად თერმული დამუშავების გარეშე იყენებენ.მაღალი სიმტკიცის ბურთულოვანი გრაფიტის სტრუქტურის რუხი თუჯისთვის დამახასიათებელია მაღალი [[ფრიქცია|ანტიფრიქციულობა]], [[რეზონანსი|რეზონანსული]] რყევებისა და დაძაბულობის ჩქარი ჩაქრობით (გრაფიტის ჩანართების გამო) და ჭრის კარგი დამუშავების უნარი, ზედაპირული დეფექტებისადმი (მიკრობზარები, მსხვილი ნაკაწრები და სხვა) დაბალი მგრძნობიარობა, მაღალი სამსხმელო თვისებები და სხვა. თეთრი თუჯს (მცირესილიციუმიანს) უმთავრესად ფოლადად გადასამუშავებლად იყენებენ. განსაკუთრებული შემადგენლობის (C 2,4-2,8%, Si 0,8-1,4%, Mn≤1,0%, S≤0,1%, P≤0,2%) თეთრ თუჯს კი ჭედადი თუჯის მისაღებად - მანქანათმშენებლობაში. ასეთი თეთრი თუჯის სხმულის დამჟანგველ ან [[ნეიტრალური გარემო|ნეიტრალურ]] [[ატმოსფერო (მრავალმნიშვნელოვანი)|ატმოსფეროში]] მოწვის შედეგად ცემენტიტი იშლება [[ფერიტი|ფერიტად]] და გრაფიტად, რომლის [[კრისტალები|კრისტალებიც]] მომრგვალებული ბუდეებისა და ფიფქების ფორმას იღებენ, ასეთი თუჯს ჭედადი თუჯი ეწოდება. [[ლითონური ფუძე|ლითონური ფუძის]] სტრუქტურის მიხედვით ჭედადი თუჯი არის ფერიტული, პერლიტური ან ფეფრიტულ-პერლიტური. მიღებულია თეთრი თუჯი, რომელშიც მომრგვალებული ფორმის [[ცემენტიტი|ცემენტიტის]] ჩანართებია. მას აქვს სათანადო სიბლანტე, ამასთან ანტიფრიქციული და [[კოროზია|ანტიკოროზიულია]]. სპეციალური დანიშნულების ელემენტების (Ni, Mo, Cr, Ti, Al, Si, V, Mn) დამატებით იცვლება თუჯის სტრუქტურა, შემადგენლობა, მორფოლოგია, განლაგება; თუჯი ხდება მაღალი სიმტკიცისა, იძენს განსაკუთრებულ ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს ([[მაგნიტი|არამაგნიტური]], ხეხვამედეგი, მჟავამედეგი, ტუტემედეგი, მხურვალგამძლე, მხურვალმტკიცე და სხვა). რუხი და მაღალი სიმტკიცის მოდიფიცირებული თუჯის წნევით დამუშავებით (ჭედვა, გლინვა 1000C°-ზე), მისგან ამზადებენ სხვადასხვა დანიშნულებისა და მოყვანილობის პროფილებს. ამჟამად მანქანათმშენებლობასა და [[მეტალურგია|მეტალურგიაში]] გამოყენებული ლითონების 75-80% თუჯის სხმულს შეადგენს.
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
*[[შავი მეტალურგია]]
*[[ბრძმედული წარმოება]]
 
==ლიტერატურა==
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თუჯი“-დან