კახი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''კახი''' ({{lang-az|Qax}}) — [[ქალაქი]] (1967 წლამდე [[დაბა]]) [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]]. [[კახის რაიონი]]ს ცენტრი. გაშენებულია კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ქურმუხჩაის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ხის დასამუშავებელი და სამრეეწველო კომბინატები, საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები, ხილსაკონსერვო და ყველ-კარაქის ქარხნები. ქალაქის მიდამოებში განვითარებულია მეთამბაქოეობა, მებაღჩეობა და მებაღეობა. ისტორიულად კახი [[საქართველო]]ს აღმოსავლეთ განაპირა პროვინციის [[ჰერეთი]]ს მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. 1918-1921 წლებში კახი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზაქათალის ავტონომიურ ოლქში შედიოდა. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით რუსეთის ფედერაციამ ზაქათალის, კახის და ბელაქნის რაიონები საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მითითებით კახის რაიონი ზაქათალის და ბელაქნის რაიონებთან ერთად უკანონოდ ჩამოაშორეს საქართველოს და აზერბაიჯანს გადასცეს.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კახი“-დან