გვიმრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Asplenium sp Moore35B.png|მინი|''Asplenium'']]
'''გვიმრები''' (Pteropsida), უმაღლესი [[სპოროვანი მცენარეები]]ს ტიპი; აერთიანებს როგორც ბალახოვან, ისე ხემაგვარებს, აქვთ მეტწილად დიდი ფოთლები, ზოგს მარტივი, ზოგს მრავალჯერ ფრთართული; ნორჩი ფოთოლი ლოკოკინასავით არის დახვეული. უმეტესად ჩრდილის მცენარეები არიან. ბალახოვანი გვიმრების ღერო უფრო ხშირად მიწისქვეშა დატოტვილი ფესურაა. მასზეა განლაგებული მიწისზედა კვირტებიც. ტროპიკებში შემორჩენილია მეზოზოური ხანის ხისებრი გვიმრები, რომელთა ღერო 20 მ-მდე სიმაღლისაა. მერქანი უმეტესად კიბისებრტრაქეიდებიანია. გვიმრები მრავლდებიან ვეგეტატიურად მიწისქვეშა ფესურებით, ზოგჯერ ჩეკია კვირტებით. უსქესო გამრავლება ხდება სპორანგიუმებში განვითარებული სპორებით. სპორანგიუმის კედელი უჯრედების ერთ ან მრავალ შრეს მოიცავს და აქვს გამხსნელი რგოლი სქელგარსიანი უჯრედებით. სპორანგიუმების ჯგუფები ჩვეულებრივ ქმნიან სორუსებს, რომლებიც ხშირად დაფარულია საბურაველით (ინდუზიუმით). სპორის გაღივების შედეგად ვითარდება წინაზრდილი — ჰაპლოიდური სქესიანი თაობა — [[გამეტოფიტი]]. არის დიპლოიდური უსქესო თაობა — [[სპოროფიტი]]. ქინაზრდილზე განლაგებულია სასქესო ორგანოები — [[არქეგონიუმები]] და [[ანთერიდიუმები]]. კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ტენიან გარემოში, მოძრავი მრავალშოლტიანი მამრობითი სასქესო უჯრედებით — აპერმატოზოიდებით. განაყოფიერებული კვერცხუჯრედებიდან ვითარდება ახალი გვიმრები (დიპლოიდი).
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გვიმრები“-დან