ორბელთა აჯანყება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ორბელთა აჯანყება 1177-1178''', ქართველ დიდებულ ფეოდალთა აჯანყება მეფე [[გიორგი III|გიორგი III-ის]] წინააღმდეგ [[ორბელი, ივანე სუმბატის ძე |ივანე ორბელის]] ხელმძღვანელობით. აჯანყების მიზანი იყო გიორგი III-ის ძმისშვილის და ივანე ორბელის სიძის [[დემნა (დემეტრე) უფლისწული|დემნა (დემეტრე) უფლისწულის]] გამეფება, მიზეზი - მეფის მკაცრი ცენტრალისტური პოლიტიკა, საბაბი - დემნა უდლისწულის ლიგიტიმურილეგიტიმური უფლებების დაცვა.
 
მეფის წინააღმდეგ გამოვიდნენ [[ორბელები]], ივანე ვარდოსძე, შოთ — ძე ართავაჩოს ძისა; [[მეჯინიბეთუხუცესი]] ქავთარ ივანეს ძე, ანანია დვინელი, მხარგრძელები, თორელი გამრეკელი, მემნა ჯაყელი, კაენის პატრონი ჰასანი, გრიგოლ ანელი აპირატის ძე და სხვა. შეთქმულთა ლაშქარში 3000-მდე კაცი იყო. მათ დემნა მეფედ აკურთხეს აგარის ციხეში. ფეოდალთა უმრავლესობამ მეფეს უერთგულა. განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს ყივჩაღთა რაზმის უფროსმა ყუბასარმა და მეჯინიბეთუხუცესმა ჭიაბერმა. მეფის ლაშქარში იყვნენ დვალები და საქართველოს მთიანეთის სხვა კუთხეთა მოლაშქრენი. გიორგი მეფის მოულოდნელად შეპყრობის გეგმა ჩაიშალა. მან თბილისში გამაგრება მოასწრო. ამან მემბოხეებში ყოყმანი გამოიწვია და მათ იწყეს მეფის მხარეზე გადასვლა, გიორგი III განდგომილებს დიდი პატივით იღებდა. თავდაპირველად მეფემ ამბოხებულებთან მოლაპარაკება მოინდომა, ჩანს, არ ჰქონდა გამარჯვების იმედი ან სისხლისღვრას მოერიდა, მაგრამ ივანე ორბელმა არ ისურვა. მდგომარეობის შეცვლის შემდეგ ივანე ორბელმა სამეფოს გაყოფა მოითხოვა.