პენინის ალპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''პენინის ალპები''' ({{lang-it|Alpi Pennine;}} {{lang-de|Walliser Alpen}}) — ქედების სისტემა დასავლეთ ალპებში, [[იტალია]]სა და [[შვეიცარია]]ში, [[მონბლანი]]ს აღმოსავლეთით. ვრცელდება [[დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი|დიდი სენ-ბერნარისა]] და [[სიმპლონის უღელტეხილი|სიმპლონის უღელტეხილებს]] შორის. ჩრდილოეთით წყდება მდინარე [[რონა]]ს [[ხეობა]]სთან, სამხრეთით მდინარე [[დორა-ბალტეა]]ს სიახლოვეს. სიგრძე დაახლოებით 100 კმ. ყველაზე მაღალი მწვერვალის სიმაღლეა 4634 მ ([[დიუფურის პიკი]]). სხვა მწვერვალებიდან აღსანიშნავია: [[დომი]] (4545 მ), [[მატერჰორნი]] (4477 მ), [[ვაისჰორნი]] (4506 მ), [[დან-ბლანში]] (4356 მ), [[გრან-კომბენი]] (4314 მ), [[რიმპფიშჰორნი]] (4199 მ), [[ობერ-გაბელჰორნი]] (4063 მ), [[ლაგინჰორნი]] (4010 მ). მყინვარების უმეტესობა თავმოყრილია ჩრდილოეთ კალთებზე; აღსანიშნავია [[გორნერი|გორნერის მყინვარი]].
 
უმთავრესად აგებულია გნაისებითა და ფიქლებით. პენინის ალპები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ძნელად მისადგომი რაიონია [[ალპები|ალპებში]]. კლასიკურადაა გამოხატული მთის მყინვარული ლანდშაფტი. 2800-3000 მ-ზე დაბლა სუბალპური და ალპური მდელოებია, 2200-2300 მ ქვემოთ შემოსილია [[ტყე|ტყით]]. განვითარებულია [[ტურიზმი]], [[ალპინიზმი]] და სამთო-სათხილამური სპორტი.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პენინის_ალპები“-დან