ჯულია ლენონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: en:Julia Lennon is a good article
clean up, replaced: მაკარტნი → მაკ-კარტნი (3) using AWB
ხაზი 51:
1946 წლის ივლისში [[251 Menlove Avenue|მიმის სახლს]] ესტუმრა ლენონის მამა — ალფრედი და პატარა ჯონი წაიყვანა ბლექპულში. მას ახალ ზელანდიაში გამოუჩნდა სამუშაო და გადაწყვეტილი ჰქონდა თან წაეყვანა თავისი შვილი, მაგრამ მოულოდნელად მამა-შვილს თავს დაადგა ჯულია. ცოლ-ქმარს შორის გაიმართა კამათი და მათ ორჯერ დააყენეს ჯონი არჩევანის წინაშე: ან დედა ან მამა. ორჯერვე ჯონმა მამასთან გამგზავრება არჩია, მაგრამ, როდესაც თვალცრემლიანი ჯულია უკან გაბრუნდა, ჯონი ტირილით გამოედევნა დედას. გულდაწყვეტილი ალფრედი მარტო გაემგზავრა ახალ ზელანდიაში.
 
როდესაც ჯონი წამოიზარდა, მას დაუოკებელი ლტოლვა გაუჩნდა მუსიკისადმი. მიმი მეტად მკაცრი აღმზრდელი გამოდგა და ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ჯონის ამ მიდრეკილებას. სამაგიეროდა მისი ქმარი [[ჯორჯ თუგუდ სმიტი|ჯორჯ სმიტი]] უფრო ალერსიანი იყო ჯონის მიმართ და სწორედ მან უყიდა ჯონს პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი. ეს იყო პირის გარმონი. ამასობაში ჯულიამაც მოუწონა ჯონს მუსიკისადმი ლტოლვა და პირველმა შეასწავლა მას ბანჯოზე დაკვრა. შემდეგ გიტარაც უყიდა და „[[ქუორიმენი|ქუორიმენში]]“ მონაწილეობასა და [[პოლ მაკარტნიმაკ-კარტნი]]სთან ურთიერთობაც მოუწონა. ლენონი მეცხრე ცაზე იყო, ვინაიდან მან დედამისში დაინახა არა მარტო მშობელი, არამედ მეგობარი და მასწავლებელიც.
 
ეს იყო ჯონის ცხოვრებაში უბედნიერესი ხანა, მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. მას ცხოვრება უმზადებდა მწარე გამოცდას, რომლისაგან გამოწვეული სტრესიც ჯონს მთელი ცხოვრებისა და შემოქმედების მანძილზე გაჰყვა.
ხაზი 59:
ჯულია მიმის სახლს თითქმის ყოველდღე სტუმრობდა, სადაც ისინი საუბრობდნენ და მიირთმევდნენ ჩაის ნამცხვრით დილის ოთახში ან, როცა თბილოდა — იდგნენ ბაღში. 1958 წლის 15 ივლისის საღამოს ნეიჯელ უოლი ესტუმრა ჯონ ლენონს და დაინახა ჭიშკართან მისაუბრე ჯულია და მიმი. ჯონი შინ არ დახვდა, ვინაიდან ის ამ დროს იმყოფებოდა ჯულიას სახლში ბლუმფილდ როუდზე. უოლიმ გააცილა ჯულია მენლავ ავენიუს იქით ავტობუსის გაჩერებამდე გზაში ხუმრობა-ხუმრობით. დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე უოლი დაშორდა მას და ჯულია გადავიდა ქუჩაზე ორ საგზაო ხაზს შორის. ხუთი წამის შემდეგ უოლის შემოესმა ”ხმამაღალი ბრახუნი” და რომ შემოტრიალდა, დაინახა „ჰაერში ატყორცნილი“ ჯულიას სხეული, რომელიც შეჯახების ადგილიდან 100 [[ფუტი]]ს მოშორებით დაეცა. უოლი გაიქცა უკანვე მიმისაკენ და ისინი ელოდნენ სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლას. მიმი ისტერიულად ტიროდა.
 
ჯულიას სასიკვდილოდ დაეჯახა სტანდარდ ვანგარდის ავტომობილი ნომრით LKF 630, რომელსაც მართავდა პოლიციელი მოსწავლე მძღოლი ერიკ კლაგი. შემდგომში მან განაცხადა: „მისის ლენონმა უბრალოდ გაირბინა ჩემს წინ. მე არანაირად არ შემეძლო ამეცილებინა მისთვია. არ ამიჩქარებია, გეფიცებით. ეს იყო უბრალოდ ერთ-ერთი იმ საშინელ მოვლენათაგაგანი, რაც ხდება“. კლაგი გამართლებულ იქნა ყველა ბრალდებისაგან და მხოლოდ დროებით შეუჩერეს უფლებამოსილება. როდესაც მიმიმ ვერდიქტი მოიმინა, ის ისე განრისხდა, რომ კლაგს მთელი ხმით უყვიროდა „მკვლელო!“. მოგვიანებით კლაგმა დატოვა პოლიცია და გახდა ფოსტალიონი. აღსანიშნავია, რომ 1964 წელს მისი მოვალეობის სფეროში შედიოდა, მიეტანა ფანების წერილებით სავსე ტომრები [[პოლ მაკარტნიმაკ-კარტნი]]ს სახლში — [[20 Forthlin Road|ფორტლინ როუდის 20]] ნომერში.
 
ჯონმა ვერ შეძლო შეეხედა დედამისის გვამისათვის, როდესაც ის სანახავად იქნა მიყვანილი სეფტონის მთავარ საავადმყოფოში და ის იმდენად იყო დადარდიანებული, რომ მთელი პანაშვიდის განმავლობაში მიმის მუხლებში ჰქონდა თავი ჩარგული. ამ ამბის შემდეგ ჯონი რამდენიმე თვის მანძილზე არ ელაპარაკებოდა უოლის.
ხაზი 67:
== გავლენა ჯონ ლენონზე ==
 
ჯულიას სიკვდილმა ისეთი ტრავმა მიაყენა მოზარდ ჯონს, რომ შემდგომი ის ორი წლის განმავლობაში ეტანებოდა სასმელს და ხშირად ერთვებოდა ჩხუბებში. ამ ტრაგედიამ მასში ემოციური სირთულეები გამოიწვია, რაც თან სდევდა ცხოვრების ხანგრძლივი მონაკვეთის მანძილზე, თუმცაღა ამანვე შეუწყო ხელი მაკარტნისთანმაკ-კარტნისთან დაახლოებაში, ვინაიდან მანაც დაკარგა დედა ადრეულ ასაკში. ჯულიას ხსოვნა ისეთი სიმღერების შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა, როგორებიცაა „ბითლზის“ „Julia“ თავისი ზღაპრული წარმოსახვებით გამოთქმული ფრაზით: „hair of floating sky glimmering“ („ცაში ციმციმით მონავარდე თმები“), რაც ჯონის ჭაბუკობის ხანიდან მისი დედის ხსოვნის გამოძახილია.
 
ჯონი აღნიშნავდა: „ეს იყო იოკოსა და დედაჩემის თავისებური შეხამება, რომელიც ერთ არსში გაერთიანდნენ“. სიმღერები „Mother“ და „My Mummy's Dead“ დაიწერა არტურ იანოვის „Primal Scream“ თერაპიის ზეგავლენით, რომელიც შევიდა ჯონ ლენონის 1970 წელს გამოცემულ სოლო ალბომში „[[John Lennon/Plastic Ono Band]]“.
ხაზი 83:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1958]]
[[კატეგორია:ჯონ ლენონი]]
{{Link GA|en}}
 
{{Link GA|en}}
[[en:Julia Lennon]]
[[fr:Julia Lennon]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯულია_ლენონი“-დან