ეთნოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ეთნოსი''' (ბერძ. etnos - ზნე, ჩვეულება, ადათი), ჰომეროსის...
(განსხვავება არ არის)

10:13, 19 მარტი 2012-ის ვერსია

ეთნოსი (ბერძ. etnos - ზნე, ჩვეულება, ადათი), ჰომეროსის მიხედვით, ადგილსამყოფელი, საცხოვრებელი, კერა, კარავი. ეთნოსით აღინიშნება აგრეთვე ჩვევა, მიდრეკილება, ადათი, წესრიგი და ხასიათი, როგორც რისამე თავისებურება, ნიშანი, თვისება. მოგვიანებით სიტყვა "ეთნოსს" ეძლევა ფსიქოლოგიური მნიშვნელობა. მაგ., ესქილე, სოფოკლე, ჰერაკლიტე, პლატონი და არისტოტელე მას ხმარობდნენ ზმნის, სულიერი წყობის აღმნიშვნელად. აქედან გამომდინარე, შემდგომში ჩამოყალიბდა ეთნოსის საკუთრივ ზნეობრივი მნიშვნელობა. იგი არის ხასიათის შეძენილი ნიშანი, რომელიც ეთიკური შეფასების ობიექტი ხდება.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 59, თბ., 1979