სერაპიონ ზარზმელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ {{წყარო}}
-{{წყარო}}
ხაზი 1:
{{წყარო}}
[[ფაილი:Serapion zarzmeli.jpg|right|thumb|150 px|წმ. სერაპიონ ზარზმელი ]]
 
'''სერაპიონ ზარზმელი''' (IX ს.) - სამცხეში [[ზარზმის მონასტერი|ზარზმის მონასტრის]] დამაარსებელი და პირველი [[წინამძღვარი]], [[საქართველოს_ეკლესია|საქართველოს ეკლესიის]] [[წმინდანი]], ხსენების დღე –ძვ. სტილით [[29 ოქტომბერი]] (ახ. სტილით [[11 ნოემბერი]]). სერაპიონი წარმოშობით იყო [[კლარჯეთი]]დან, ღირსეული ოჯახიდან. სერაპიონს ორი ძმა ჰყავდა. სერაპიონის დედა ადრე გარდაიცვალა და შვილები მამამ აღზარდა. რამდენიმე წელიწადში მამაც გარდაიცვალა და ძმები დარჩენ. სერაპიონი მცირეწლოვან იოანესთან ერთად [[ოპიზის_მონასტერი|ოპიზის მონასტერში]], [[მიქაელ_პარეხელი|მიქაელ პარეხელთან]] მივიდა და [[ბერი|ბერად]] შედგა, მოგვიანებით კი მიქაელის ბრძანებით [[მღვდელი|მღვდლად]] იკურთხა. მიქაელ პარეხელის ბრძანებით, სერაპიონი, იოანე და კიდევ ოთხი ბერი გაემართნენ სამცხისაკენ ეკლესიის საშენებლად და თან წაიღეს [[ფერისცვალება|ფერისცვალების]] [[ხატი]], რომელიც ახლად აშენებულ [[ეკლესია]]ში უნდა დაესვენებინათ. იმხანად სამცხის [[დიდი მთავარი]], [[გიორგი ჩორჩანელი]], თვითონ ეწვია სერაპიონს და დიდი შემწეობა აღმოუჩინა; მონასტრისათვის უწყალობა მიწა და საშენი მასალა. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდა. გიორგი ჩორჩანელმა მონასტერს მისცა ჯორ-სახედრები და შესწირა სოფლები. სერაპიონმა დაადგინა მონასტრის [[ტიპოკონი]].
 
Line 22 ⟶ 20:
* როდესაც [[ბასილი ზარზმელი]]ს მცდელობით სერაპიონის წმ. ნაწილები ახალ ქვის ლარნაკში გადაასვენეს, სოფლიდან, რომელსაც ეწოდებოდა ბობღა, მოვიდა ერთი კაცი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში წართმეული ჰქონდა მხედველობა მარჯვენა თვალში, ხოლო მარცხენა თვალი სტკიოდა. შეუვრდა ეს კაცი წმინდა ლარნაკს და მაშინათვე განიკურნა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
 
* [http://www.orthodoxy.ge/tveni/oqtomberi/29-serapion.htm ღირსი სერაპიონ ზარზმელი (+900)]
 
 
{{DEFAULTSORT:სერაპიონ ზარზმელი'}}