პომიდორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: de:Tomaten (Sektion) is a good article
No edit summary
ხაზი 20:
პომიდორი სითბოს მოყვარულია, შედარებით გვალვაგამძლე, მაგრამ ზრდის ფაზაში წყლის ნაკლებობას ძნელად ეგუება. მისი ზრდაგანვითარებოსათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 20-25°C. აღმონაცენი — 1°C-ზე იღუპება. მოჰყავთ თითქმის ყველანაირ ნიადაგზე, რომლის <sub>p</sub>H (მჟავიანობა) 4,5-ზე დაბალი არ არის. კარგ მოსავალს იძლევა სტრუქტურულ და ნოყიერ ნიადაგზე. სინათლის მოყვარულია, ჩრდილში ვერ ხარობს. მოჰყავთ ღია გრუნტზე და სათბურში. მრავლდება თესლით და ჩითილით. ჩითილი გამოჰყავთ სათბურში, კვალსათბურებში, გამჭვირვალე ფირის საფარქვეშ და სხვა ადგილებზე. ღია გრუნტზე ჩითილს რგავენ მწკრივად, თესავენ (სამხრეთ რაიონებში) კვადრატულ-ბუდობრივად ან ფართომწკრივად.
 
[[საქართველო]]ში ბოსტნის ფართობის 40%-ს აღემატება. მცენარე საჭიროებს ნიადაგის სისტემატურ გაფხვიერებას, მიწის შემოყრას, კვებას, სარეველების მოსპობას, რწყვას, ბუჩქის ფორმირებას (ჩრდილოეთ რაიონებში), მავნებლებ-დაავადებებისაგან დაცვას და სხვა. ნაყოფს კრეფენ 4-5 დღეში ერთხელ.

პომიდვრის დაავადებები: [[მაკროსპორიოზი]], [[სეპტორიოზი]], ფიტოფთოროზი, ფოთლის მურა ლაქიანობა, წვერის სიდამპლე, ქაჩალა, სტრიკი და სხვა დაავადებები. მავნებლებო — მავთულა ჭია, მახრა, ხვატარი, გალებიანი ნემატოდა, ბამბის ბუგრი, ფრთათერა (სათბურში) და სხვა მავნებლები. მათ წინააღმდეგ ბრძოლა ითვალისწინებს სხვადასხვა ქიმიური პრეპარატის შესხურება-შეფრქვევას; თესლის შეწამვლას; სათბურებისა და კვალსათბურების დეზინფექციას, კულტურათა მორიგეობას, თესლის აღებას საღი მცენარიდან და სხვა.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|7|655|კაპანაძე ე.}}
*''კაპანაძე ე.,'' [[ქსე]], ტ. 7, გვ. 655, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ძაღლყურძენასებრნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პომიდორი“-დან