მეტალურგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''მეტალურგია''' - (ბერძ. metallurgeo - მოვიპოვებ [[მადანი|მადანს]], ვამუშავებ ლითონებს), მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის დარგი, რომელიც მოიცავს [[მადანი|მადნისაგან]] ან სხვა მასალისაგან [[ლითონი]]სა და მისგან ნამზადების მიღების პროცესს. იგი აერთიანებს წარმოების სხვადასხვა სახეობას. მადნის წინასარ მომზადებას დნობისათვის, მისი დნობის პროცესს, ქიმიური შემადგენლობისა და სტრუქტურის შეცვლით ლითონისა და შენადნობებისათვის სათანადო თვისებების მინუჭების პროცესებს, აგრეთვე ლითონისაგან სხვადასხვა ნაკეთობის დამზადების ტექნოლოგიას.
 
თანამედროვე ტექნოლოგიაში მეტალურგიას ყოფენ [[შავი მატალურგია|შავ]] და [[ფერადი მეტალურგია|ფერად მეტალურგიად]]. [[შავი მეტალურგია|შავ მეტალურგიას]] მიაკუთვნებენ [[რკინა|რკინისა]] და მისი შენადნობების ([[ფოლადი[[ს|ფოლადს]], [[თუჯი[[ს|თუჯს]], აგრეთვე [[ფაროშენადნობი|ფეროშენადნობების]] წარმოებას. [[ფერადი მეტალურგია]] მოიცავს ყველა დანარჩენი ლითონის წარმოებას.
 
[[არქეოლოგია|არქეოლოგიური]] მასალის შესწავლამ დაამტკიცა, რომ მეტალურგიას უძველეს დროში ჩაეყარა საფუძველი. [[მცირე აზია]]ში ჩატარებული გათხრებიდან ჩანს, რომ [[სპილენძი|სპილენძს]] ძვ. წ. VII - VI ათასწლეულებში ადნობდნენ. უფრო ადრე ადამიანი გაეცნო თვითნაბად [[ოქრო|ოქროს]], [[ვერცხლი|ვერცხლს]], [[სპილენძი|სპილენძს]], [[მეტეორიტი|მეტეორიტულ]] [[რკინა]]ს. [[საქართველო]]ს ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები ძვ. წ. IV - III ათასწლეულში იყენებდნენ მცირე მინარევიან ([[დარიშხანი|დარიშხნიან]]) [[სპილენძის იარაღი|სპილენძის იარაღს]]. ძვ. წ. III ათასწლეულეულის დასაწყისიდან კომპლექსური მადნებიდან ღებულობდნენ მრავალკომპონენტიან სპილენძს. შენადნობის შედგენილობაში იყო[[ დარიშხანი]], [[სტიბიუმი]], [[ტყვია]], [[კალა]]. [[ბრინჯაო]]ს ხანაში დაეუფლენ კლასიკური კალიანი ბრინჯაოს გამოდნობას. მისგან ამზადებდნენ საომარ, სამეურნეო იარაღს, სამკაულებს და სხვა. II ათასწლეულეულის შუა წლებიდან დაწინაურდა რკინის მეტალურგია ([[რკინის ხანა]]).
 
[[ებრაელი|ებრაელთა]] ძველ მატიანეთა და [[ასურეთი]]ს ტექსტების ცნობებით, აგრეთვე [[ბერძნულ-რომაული წყაროები]]დან ჩანს, [[მცირე აზია]] - [[კავკასია|კავკასიის]] სამყარო - ერთ-ერთი პირველთაგანია, სადაც ჩაისახა და განვითარდა რკინის წარმოება. [[ვენა|ვენის]] [[უნივერსიტეტი]]ს პროფესორი დ. ფ. [[ზიპე]] რკინის წარმოებით განთქმულ ქვეყნებს შორის ასახელებს [[ხალიბიხალიბები|ხალიბთა]] ქვეყანას. ასეთივე ცნობებს გვაწვდის [[ფსევდოარისტოტელე]]ც. მისი აზრით ხალიბურ და ამისურ რკინას ამზადებდნენ მდინარეთა მიერ მოტანილი რკინის შემცველი ქვიშისაგან, რომელსაც რამდენჯერმე რეცხავდნენ და შემდეგ წურავდნენ (ადნობდნენ) რკინად. დნობის დროს მას უმატებდნენ ერთგვარ მხურვალმტკიცე შავქვას (ეს ქვა [[მანგანუმი]] უნდა ყოფილიყო. ამ ხერხით მიღებული რკინა მაგარი იყო და [[ჟანგი|ჟანგს]] არ იკიდებდა. ქართველთა წინაპრებმა -[[სუბარები|სუბარულმა]] ტომებმა, რომლებსაც ჩრდილოეთ [[მესოპოტამია|მესოპოტამიიდან]] [[კავკასიონი|კავკასიონამდე]] ტერიტორია ეჭირათ, რკინის გამოყენება II ათასწლეულეულის შუა ხანებში დაიწყეს; II ათასწლეულეულის ბოლოს [[ხეთები|ხეთურ]]-[[სუბერაბისუბარები|სუბარული]] ტომებისაგან წვრილი სამთავროები შეიქმნა. ყველაზე ძლიერი ყოფილა [[მუსკები]]ს (მერმინდელი [[მესხები]]ს) და [[თაბალები]]ს სამთვროები. როგორც მუსკების, თაბალების მელითონეობა საქვეყნოდ იყო განთქმული. უცხოელ მეცნიერთა შორის დღესაც დამკვიდრებულია აზრი იმის შესახებ, რომ [[შავიზღვისპირეთი]], კერძოდ კი [[პონტო]]ს რაიონი, წარმოადგენდა ზოგიერთი [[ფერადი ლითონი|ფერადი]] და [[შავი ლითონი|შავი ლითონის]] დამუშავების [[ეპიცენტრი|ეპიცენტრს]], ხოლო ქართველური მოდგმის ტომები [[ხალიბები]], ]][[მოსინიკები]] და ]][[თაბალები]] ამ ლითონების პირველმარმოებლები ყოფილან მთელს მსოფლიოში. [[საქართველო]] [[არქეოლოგია|არქეოლოგიური]] გათხრებით ნაპოვნი რკინის ნივთების ფიზიკური, ქიმიური და ტექნოლოგიური კვლევით დადასტურდა, რომ რკინის იარაღებს ხმარობდნენ ადრეული პერიოდიდანვე. ისინი [[ჭედვა|ჭედვის]], თერმული, თერმომექანიკური, ქიმიურ-თერმულ და მექანიკური დამუშავების მრავალფეროვნებასა და ოსტატთა დის დახელოვნებაზე მეტყველებენ. ამასვე ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი [[რკინის სადნობი ქურები]] (რკინის საწური ქურა) და რკინის წარმოების სხვა ნაშთები.ზოგ ქვეყანაში რკინის იარაღები დაბალი ხარისხის იყო [[ნახშირბადი]]ს მცირე შემცველობის გამო. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი რკინის იარაღები კი გაცილებით მაღალი თვისებებით ხასიათდება. აქ ადრევე იყენებდნენ დაბალ, საშუალო და მაღალნახშირბადიან რკინას ([[ფოლადი|ფოლადს]]), რომელსაც ღებულობდნენ როგორც უშუალოდ ცივსაბერ [[ქურა]]ში, ისე [[ცემენტაცია|ცემენტაციის]] პროცესით. რკინის დამუშავების ხერხები შემდგომ საუკუნეებშიც ვითარდებოდა და იხვეწებოდა. ძველმა ქართველმა [[მეტალურგი|მეტალურგებმა]] ლითონის ნაკეთობების დამზადების მაღალი ხელოვნება დიდხანს შეინარჩუნეს. XIX საუკუნემდე [[რაჭა]]ში, სოფ. [[წედისი|წედისში]], ამზადებდნენ მაღალი ხარისხის რკინას. საქართველოში მეტალურგები ფლობდნენ [[ფოლადი|ფოლადის]] ([[ბულატის ფოლადი|ბულატის]]) წარმოების საიდუმლოებას. მათთან კავშირი ქონდა გამოჩენილ მეტალურგს პ. [[ანოსოვი|ანოსოვს]].
<ref>ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.6, გვ 606.</ref>
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეტალურგია“-დან