პიქტები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: xmf:პიქტეფი
No edit summary
ხაზი 7:
პიქტები შოტლანდიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ ფერტ-ოფ-ფორტის უბის ჩრდილოეთით. პიქტები ხშირად აწყობდნენ [[ბრიტანეთი]]ს სამხრეთზე თავდასხმებს. IV საუკუნის 60-იან წლებში [[ლონდონი|ლონდონამდეც]] მიაღწიეს. თავდაპირველად პიქტები ტომობრივ გაერთიანებას წარმოადგენდნენ, VI საუკუნისთვის კი უკვე რამდენიმე სახელმწიფოსმაგვარი გაერთიანება ჩამოაყალიბეს, რომელიც შემდგომ [[პიქტების სამეფო]]დ იქცა. VI საუკუნეში პიქტები გაქრისტიანდნენ. ახალ რჯულზე ისინი ირლანდიელმა მისიონერმა კოლუმბმა მოაქცია. პიქტების სახელმწიფოს აყვავების ხანა VIII საუკუნეში დაუდგა, რის შემდეგაც პიქტებმა მოახერხეს ანგლების ჩრდილოეთით გადანაცვლება შეეფერხებინათ (ბრძოლა ნექტანსმერთან 685 წ.), მოგვიანებით კი დასავლეთიდან შოტლანდიელთა ურდოების შეტევები მოიგერიეს.
 
პიქტების სახელმწიფო მოწყობის თავისებურებას წარმოადგენდა ტახტის გადაცემა არა მამიდან შვილზე, არამედ დედიდან შვილზე. შედეგად, სხვადასხვა დროს პიქტების მეფეები იყვნენ გელური [[დალ-რიადა]]ს დინასტიის, ბრიტთა სტრატკლაიდისა და ანგლთა ნორთუმბრიის წარმომადგენელი პრინცესების ვაჟები. 843 წელს პიქტების მეფედ [[კენეთ I (შოტლანდია)|კენეთ I]] აკურთხეს. მან პიქტების და სკოტების სახელმწიფოები შოტლანდიის სამეფოდ გააერთიანა. თანდათანობით სკოტების [[გელური ენა|გელურმა ენამ]] პიქტების ენაკავი განდევნა (რომლის გენეტიკურ წარმომავლობაზეც დღემდე მიდის კამათი), მოკლე ხანში კი, უკვე ასიმილირებულმა პიქტებმა, როგორც განყენებულმა ერმა, არსებობა შეწყვიტეს.
 
ვალიურ ლიტერატურაში პიქტები იწოდებიან როგორც 'Pryden',ბრიტანეთის კუნძული კი როგორც — 'Prydain'. ამგვარად, დასახელება "ბრიტანეთი", "ბრიტები" თავდაპირველად შეიძლება პიქტებს აღნიშნავდა, მოგვიანებით კი მთელი კუნძულის და იქმყოფი მოსახლეობის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა.