მამლუქები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 15:
[[XVII საუკუნე|XVII]] ს–ის მეორე ნახევრიდან ქართველების რაოდენობა ოსალეთის იმპერიაში მატულობს. ეს კარგად ჩანს ამავე საუკუნის მიწურულის, როგორც თურქი მოგზაურის ევლია ჩელების ნაშრომიდან, ისე ოსმალური საგადასახადო რეესტრებიდანაც. [[XVII საუკუნე|XVII]] ს–ის ოსმალეთში დადასტურებულია ეთნიკური სოლიდაროის ფენომენი. სხვადასხვა ქვეყნიდან მოხვედრილი ტყვეები ერთმანეთისადმი გარკვეულ სოლიდარობას იჩენდნენ, რაც გამოიხატებოდა სხვა ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ ძალაუფლებისა და გავლენისათვის ბრძოლისას ურთიერთ მხარდაჭერასა და კავშირში. ერთი წარმომავლობის "ოსმალო" მოხელეები და ჰარამხანაში მოხვედრილი ქალები, რომელთაც აერთიანებდათ საერთო კულტურა, ენა, ფასეულობები გვერდში ედგნენ ერთმანეთს. [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე|XVIII]] ს–ების ოსმალეთში ნათლად იკვეთება "დასავლელთა" ([[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთისა]] და აღმ. ევროპის) და "აღმოსავლელთა" ([[ჩერქეზები]], [[აფხაზები]], [[ქართველები]]) ეთნიკური დაჯგუფებები. სოლიდარობა შეიმჩნეოდა როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებშიც.
 
[[XVIII საუკუნე|XVIII]] ს–ის დამდეგგს ვხედავთ ქართველ [[ამირა|ამირებსა]] და [[ბეგი (ტიტული)|ბეგებს]], ანუ [[ბეი|ბეიებს]]. ეგვიპტის პოლიტიკურ ასპარეზზე მათ შორის ყველაზე წარმატებული [[მუჰამედ ბეგ კატამიში]] იყო, რომელსაც მანამდე არნახული ძალაუფლება ჰქონდა. კატამიში იყო პირველი ქართველი მამლუქი, რომელმაც საკუთარი სახლი შექმნა. ასეთი სახლები მხოლოდ ძალზე ცნობილ პირებს ჰქონდათ. სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე ასეთი სახლები იქმნებოდა არა ნათესაური, არამედ პატრონისადმი კუთვნილების ნიშნით. პატრონები ყიდულობდნენ ყმაწვილებს და შვილებივით ზრდიდნენ. ბიჭებიც ძმებივით იზრდებოდნენ, თუმცა შემდეგ მათ შორის ორგულობაც ხდებოდა. მუჰამედ კატამიში შეთქმულებმა [[1736]] წ–ს მოკლეს.
 
ეგვიპის მომდევნო მმართველი კადზაღლის სახლის წარმომადგენელი [[იბრაჰიმ ქათხუდა]] იყო. შემდეგ ქვეყანას იბრაჰიმ და [[რიდვან ქათხუდა|რიდვან]] ქათხუდების დუუმვირატი განაგებდა.
 
იბრაჰიმ ქათხუდასა და სხვა ქართული წამომვლობის მამლუქთა შესახებ ცნობებს გავწვდის ცნობილი [[ლევანტელები|ლევანტელი]] მოგზარაური სავიურა ლუზინიანი წიგნში "ოსმალეთის პორტას წინააღდმეგ ალი–ბეის აჯანყების ისტორია". ეს ნაშრომი, ელ ბეგ ალ–ქაბირს ეძღვნება და [[1783]]–[[1784|84]] წწ–ში ორჯერ გამოიცა ლონდონში, [[1784]] და [[1789]] წწ–ში ბერლინსა და პეტერბურგში, ხოლო [[1793]] წ–ს [[თბილისი|თბილისში]]. ლუზინიანმა მნიშვნელოვანი და ზოგჯერ უნიკალური ცნობები შემოგვინახა მამლუქი ბეგების ქართული წარმომავლობის შესახებ, თუმცა დასავლელი მკვლევარები მის ცნობებს ნაკლებად ენდობიან. [[ჯეინ ჰასავეი|ჯეინ ჰასავეიმ]], [[ამერიკელები|ამერიკელმა]] [[მამლუქოლოგია|მამლუქოლოგმა]] ვრცელი ნაშრომი მიუძღვნა ქათხუდასა და კადზაღლის სახლს, სადაც იბრაჰიმს ჯერ ქართველად, ბოლო კი ოსმალოდ მოიხსნიებს. პროფ. [[გოჩა ჯაფარიძე|გოჩა ჯაფარიძემ]] და ამერიკელმა ორიენტალისტმა [[კრესელიუსი|კრესელიუსმა]] მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, როგორც ლუზინიანის წიგნის, ასევე ქართველი მამლუქების შესახებ სწორი შეხედულებების ჩამოყალიბებისა და პოპულარიზების საქმეში. იბრაჰიმ ქათხუდამ გზა გაუხსნა ქართული წარმომავლობის მამლუქებს ეგვიპტის მმართველ ელიტაში. ის [[1754]] წ. გარდაიცვალა და მის შემდეგ ეგვიპტეს განაგებდნენ კადზაღლის სახლის მამლუქები ან ამ მამლუქთა მამლუქები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი [[ალი ბეგ ალ–ქაბირი]] ([[1768]]–[[1772|72]] წწ.) იყო, რომელიც აუჯანყდა [[ოსმალეთის პორტა|ოსმალეთის პორტას]], რათა ეგვიპტე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ექცია. მან ოსმალოს ფაშა გააძევა ეგვიპტიდან და ოსმალური გარნიზონის ძალა მნიშვნელოვნად შეამცირა. ალი ბეგ ალ–ქაბირი აფხაზეთიდან იყო. [[დანიელები|დანიელი]] მოგზაური, [[კარსტენ ნიბური]] წერს, რომ მისი მამა, სახელად დავითი, მღვდელი იყო საქართველოდანო.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მამლუქები“-დან