ენდემები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: be:Эндэмік
No edit summary
ხაზი 1:
'''ენდემები''' ({{Lang-el|ἔνδημος}} — ადგილობრივი), [[მცენარეები]] ან [[ცხოველები]], რომელთაც უჭირავთ რომელიმე გეოგრაფიული რეგიონის, პროვინციის, ოლქის, რაიონის ცალკეული ადმინისტრაციული ან ოროგრაფიული ერთულის განსაზღვრული არეალი და დედამიწის ზედაპირის სხვა ნაწილში არ გვხვდებიან. შეიძლება იყოს კავკასიის, ყირიმის, ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, საქართველოს, კავკასიონის, თბილისის მიდამოების ენდემები და ა. შ. ენდემური შეიძლება იყოს მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, გვარები, ოჯახები და სხვა სისტემატიკური ერთულები. მაგ. აზალი ზელანდიის ენდემების [[პირველხვლიკები]]ს (Prosauria) ქვეკლასი, სამხრეთ ამერიკის — [[ნანდუსნაირნი|ნანდუსნაირთა]] (Rheiformen) რიგი, სამხრეთ აფრიკის — [[ჟირაფისებრნი|ჟირაფისებრთა]] (Giraffidae) ოჯახი, შორეული აღმოსავლეთის [[ენოტისმსაგვსი ძაღლი]]ს (Nyctereures) გვარი, კავკასიონისა — აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis) და დასავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra severtzovi). ზოგჯერ ენდემების არეალი ძალიან მცირეა. მაგ., კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus) მხოლოდ კავკასიონის მთამაღალზე გვხვდება; პრომეთეს მემინდვრის (Prometheomys schaposchikovi) — ცენტრალურ და დასავლეთ კავკასიონზე და გურია-აჭარის ქედზე; ჩიმბორასოს კოლიბრი (Oreotrochilus chimboraso) — მხოლოდ ჩიმბორასოს პიკზე (სამხრეთ ამერიკა); მეგრული არყი (Betula megrelica) მხოლოდ სამეგრელოში იზრდება; [[ბიჭვინთის ფიჭვი]] (Pinus pithyusa) — შვი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთიდან ანაპამდე; [[ელდარის ფიჭვი]] (Pinus eldarica) — ეილარ-ოუღის მთაზე; [[ქართული ნუში]] (Amygdalus georgica) — ქართლსა და [[გარეკახეთი|გარეკახეთში]]; [[სეკვოიადენდრონი|გიგანტური სეკვოიადენდრონი]] (Sequoiadendron giganteum) — სიერანევადის დასავლეთ კალთებზე ([[კალიფორნია]]).
 
ენდემებით განსაკუთრებით მდიდარია ღრმა ტბები, მთიანი ქვეყნები, ოკეანის კუნძულები. [[საქართველო]], როგორც მთიანი ქვეყანა, მდიდარია ენდემური სახეობებით. აქ აღრიცხული გვიმრანაირი და თესლოვანი მცენარეების 4100-მდე სახეობიდან 400-ზე მეტი ენდემურია. კავკასიაში გავრცელებული მცენარეთა 16-მდე ენდემური გვარიდან საქართველოსათვის აღნიშნულია Alboviodoxa, Charesia, Pseudovesicaria, Symphyoloma და სხვა გვარები. ენდემებით მდიდარია აგრეთვე გეოგრაფიულად და ეკოლოგიურად იზოლირებული ქვეყნები. ასეთია მაგ., [[ავსტრალია]], რომლისთვისაც დამახასიათებელია ერთგასავლიანების ჩანთოსანი ძუძუმწოვრების და ევკალიპტების მრავალი ენდემური სახეობა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ენდემები“-დან